დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული პრესის „ყავა და ჩაი“...
2009/12/07 17:41:09

კვირის დასაწყისისი ცენტრალური პრესა ისევ სკანდალური სათაურებითაა სავსე. „ასავალ-დასავალის“ მთავარი რესპონდენტი კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის მეუღლეა, რომელიც იქადნება: „ისე არ გააკეთონ, რომ ტარიელ ონიანს თავზე ხელი ააღებინონ და სიმართლე ათქმევინონ, თუ რომელი წლის  რომელ დღეს ვისი თხოვნით ჩავიდა თბილისში და ვის შეხვდა“.

ნომრის სტუმარი მეორე ონიანიცაა. გრიშა ონიანი ითხოვს, მისი სიტყვები ყოველგვარი ცენზურის გარეშე დაბეჭდონ. ასე მაგალითად: „როგორ ბედავენ ეს ფალოსზე და უკანალზე მეოცნებე პოლიტიკური ნაბიჭვრები ამდენს?“

გოგა ხაინდრავა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნარკომანი არ არის და ბრალს იქით სდებს: „სააკაშვილი ზის წამალზე! მზად ვარ, მეც მასთან ერთად გავიარო შემოწმება!“

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმა, გოგა ჟვანია კი, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გამოძიებისთვის ითხოვს, თავიდან დაკითხონ მიშა ძაძამია, გიორგი ხარშილაძე, გია ბარამიძე, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ისე, როგორც ზვიად გამსახურდიას საქმეზე უნდა დაიკითხონ განმეორებით ბესარიონ გუგუშვილი, აკაკი ასათიანი, რობიზონ მარგველანი, გურამ აბსნაძე და ის დაცვის ბიჭი, გარდაცვალების ღამეს რომ იყო მასთან.

ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ ვარდების რევოლუცია უცხოური დაზვერვის მიერ ორგანიზებული დიდი დანაშაული იყო და თუ სააკაშვილი მის ინტერვიუებს წაიკითხავს, ჭკუა მოემატება.

„ასავალ-დასავალში“ მხოლოდ პოლიტიკური ბრალდებები არ არის. ასმათ ტყაბლაძე ოთარ მეღვინეთუხუცესზე აცხადებს, რომ „არ არის მეღვინეთუხუცესი ცხოვრებაში დათა თუთაშხია და ნუ თამაშობს, დათა მხოლოდ კინოშია, ცხოვრებაში ნიკანდრო ქილიაა, ქილერი, რომელმაც 35 მსახიობი კედელთან დააყენა.“

„კვირის პალიტრის“ მთავარი თემა კი საქართველოში მოღვაწე იტალიელ ბიზნესმენთან ინტერვიუა. რობერტო სერალინი  აცხადებს, რომ იტალიელებს მაფიოზის „საპატიო“ წოდების ქართველებისთვის გადმოცემა მოგვიწევს.“

ირაკლი ალასანია საზოგადოებას მოუწოდებს, სააკაშვილს შეცდომები გაუადვილოს(?).

„კვირის პალიტრაში“ იმასაც გვასწავლიან, როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული შოკოლადი ნამდვილისაგან, რატომ გაძვირდა ყავა და ჩაი და მასთან ერთად უძრავი ქონებაც. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1801
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია