დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული პრესა წარსულისა და მომავლის სურათებით...
2009/12/01 13:58:46

ამ კვირის ქართულ პრესაზე თვალის ერთი გადავლებით ჩანს, რომ რესპონდენტთა დიდი ნაწილი წარსულის გახსენებით და მავანთათვის შეხსენებით არის დაკავებული. „ასავალ-დასავალში“ ვრცლად საუბრობენ აკაკი ასათიანის წარსულზე და, აქედან გამომდინარე, მის მომავალზეც... პრესის ფურცლებიდან გოდერძი იმერლიშვილი ასათიანს ბრალს ღალატში სდებს: იგი წერს „მე პირადად არც მიკვირს, რადგან ღალატი აკაკი ასათიანის ცხოვრების წესია და მას სხვანაირად არც უცხოვრია...“

წერილში „კაკო და კოკოითი“ ავტორი პოლიტიკოსს „ცნობილ ზარმაცს და უქნარასაც“ უწოდებს... აკაკი ასათიანის პიროვნების „გაშიფრვით“ „ასავალ დასავალში“ კიდევ რამდენიმე პიროვნებაა დაკავებული, მათ შორის ირინა სარიშვილიც...

„ვარდების რევოლუციას“ „აბდლების რევოლუციას“ ვერ დავარქმევ, მაგრამ არც ჭკვიანების იყო!“ - ედუარდ შევარდნაძე ასე აფასებს „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე 6 წლის რევოლუციას და ამდენივე ხნის წინანდელ წარსულში ბრუნდება... წარსულსა და ედუარდ შევარდნაძეს ემიგრანტი ჯემალ გოგიტიძეც იხსენებს ამავე გაზეთის ფურცლებზე... „შევარდნაძეს სერიოზული გავლენა აქვს სააკაშვილის ხელისუფლებაში! იგი დღესაც თავის ჭკუაზე ატარებს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს!“ - ასეთია მისი შეფასება...

„ასავალ-დასავალი“ აფიქსირებს „არალიტერატურულ პარადოქსს“  - „2 წლის წინათ მწერალთა კავშირის შენობიდან მწერლების გამომყრელი სააკაშვილის მეუღლეს დღეს საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო წევრად ირჩევენ!“

ტრადიციულად მწვავე ინფორმაციების წყაროა „ქრონიკა“, რომელიც ამ კვირაში პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას არკვევდა. „ძალიან მალე სააკაშვილზე მოხდება თავდასხმა... ჭრილობები იქნება სასიკვდილო, მაგრამ უცებ არ გარდაიცვლება, იგი სიკვდილამდე დაიტანჯება ცხრა თვე... შემდეგ მის გვამს გადამალავენ“ - წინასწარმეტყველებს გაზეთი. ასევე წარსულში იხედება პრესის ეს ორგანოც: „სკანდალური ინტერვიუ თენგიზ სიგუასთან“ გამცნობთ, რომ „იგორ გიორგაძე სუფთა რუსია. მისი პოლიტიკური შეხედულება არის მხოლოდ მიმართული ჩრდილოეთით. სხვა მხრივ ყოვლად დადებითი პიროვნებაა, ხელოვნება გინდა, მუსიკა გინდა...“

ამავე გაზეთიდან შეიტყობთ, „ბოლო-ბოლო, რას აპირებს „ეროვნული ფორუმი“.  „ნაციონალი გამგებლების კლანები და ბიზნეს-წილები“ მოექცა ამ კვირის „ქრონიკის“ ყურადღების ობიექტივის არეში. ვის რამდენი, როგორ და რა ფორმით აქვს „ჩაჯიბული“ - სწორედ ამას არკვევს ორშაბათის „ქრონიკა“.

გაინტერესებთ „რა გაარკვია საძმომ „იაპონჩიკას“ „ორმოცზე“? შეგიძლიათ პასუხი „კვირის ქრონიკის“ ფურცლებზე ეძებოთ.

„კვირის პალიტრა“ კი წამლის ფასებს აკვირდებოდა და დაასკვნა, რომ „წამლების ფასი ქართული პოლიტიკის უზნეობის პირდაპირპროპორციულია“. პოლიტილოგი რამაზ საყვარელიძე, ტრადიციულად, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად ასპექტებზე საუბრობს. „ჯერჯერობით, ხელისუფლება ოპოზიციაზე მეტი მანევრირების უნარს ავლენს, რა თქმა უნდა, საამისოდ ობიექტური შესაძლებლობებიც მეტი აქვს, თუნდაც ბერკეტების სახით. ფაქტია, რომ გინდ მიტინგის და გინდ არჩევნებში მონაწილეობის დროს - ოპოზიცია გაექანება და „რქებით“ ჯიქურ მიეხლება წინააღმდეგობას, ხელისუფლება ამ დაჯახების აცილებას ზოგჯერ მილიმეტრებში, მაგრამ დღემდე ყოველთვის წარმატებით ახერხებს“ - მიიჩნევს პოლიტოლოგი...

ამავე გაზეთის ფურცლებიდან ლევან გაჩეჩილაძე წინასწარმეტყველებს, რომ „ახლა ბოლო შეჯახება იქნება“, ხოლო რობერტ სტურუას მიაჩნია, რომ „ზოგჯერ რეჟისორებსაც სჭირდებათ მაუზერი“... კვლავ სკანდალურ ჩანაწერებს უბრუნდება იმერეთის ექსგუბერნატორი თეიმურაზ შაშიაშვილი. მოსკოვში სიარულს მოუხშირა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც „კვირის პალიტრიდან“ პროგნოზირებს, რომ „შესაძლოა, საახალწლოდ სუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს“.

„კვირის პალიტრა“ ასევე გთავაზობთ ნაწყვეტებს ლალი მოროშკინას წიგნიდან „მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი“...

როგორც ყოველთვის, ამ კვირის ქართული პრესაც ბევრ სამზარეულოში იჭყიტება და უამრავ ამბავს აძლევს საკუთარ შეფერილობას...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1594
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია