დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტები ეთიკის ქარტიას ხელს 9 დეკემბერს მოაწერენ
2009/11/19 14:39:10

ქართველმა ჟურნალისტებმა  ევროპელი მედია-ექსპერტებისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მონაწილეობით, ჟურნალისტების ეთიკის ქარტიის  პროექტზე მუშაობა  დაასრულეს. ეთიკის ქარტიაზე ხელმოწერა 9 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ შედგება. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 11 პუნქტს შეიცავს. ტექსტზე ხელმოწერა ინდივიდუალურია და პასუხისმგებლობაც იმ ჟურნალისტებს ეკისრებათ, რომლებიც ქარტიით გათვალისწინებულ პრინციპებს დაარღვევენ. ქარტიაზე ხელმომწერი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული მასალების მონიტორინგს სპეციალური საბჭო განახორციელებს, რომელიც 9 ადამიანისგან შედგება. საბჭოს წევრებს ჟურნალისტები აირჩევენ. საბჭოში 3 თბილისელი, ხოლო 6 რეგიონული ჟურნალისტი იქნება. მონიტორინგის საბჭო ანგარიშს ყოველთვიურად გამოაქვეყნებს. ია ანთაძის  ცნობით, ხელმოწერის ღონისძიებას  ევროპის საბჭოს მედიის სამმართველოს პროგრამების მრჩეველი ფლორანს  მარშალი და სხვა ქართველი და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია