დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი პრესის სურნელი
2009/10/14 14:49:49

„თქვენსა და ყველას ვალს აუცილებლად გადავიხდი“ -„კვირის პალიტრის“ ფურცლებიდან დაპირებებს იძლევა ცნობილი პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია.

აქვე ვიგებთ, რომ კარგად გაპიარებული „მკურნალი“ გაკოტრდა და გაქრა. ქონება კი „კარმის გამწმენდს“ აუქციონზე გაუყიდეს.

„კვირის პალიტრაში“ დაწვრილებით საუბრობს ტალიავინის კომისიის, აგვისტოს პერიპეტიებისა და სინგაპურიზაციის შესახებ პოლიტოლოგი კახა კაციტაძე.

„ჯერ იყო აღმაშენებელი, შემდეგ ათათურქი, ვაშინგტონი და ბოლოს ლი კუან იუ მივიღეთ?“ - ამბობს ის საქართველოს პრეზიდენტზე.

წერენ, რომ წინასაარჩევნო შეჯანჯღარება მთავრობაში გარდაუვალია და რომ სალომე ზურაბიშვილი მიშას მდგომარეობაში საკუთარ შვილსაც არ ენდობა.

ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძეს პესიმისტებისთვის ძალიან მარტივი პასუხი აქვს, ვისაც გვჯერა - გაგვატარეთ! და იქვე არაორაზროვანი ფრაზაც – რომ შეიძლება საქართველოს MAP-ი აღარც კი დასჭირდეს.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელის მამუკა ღლონტის განცხადებით, ხელისუფლება მათთან კვლავ წესების გარეშე აგრძელებს ბრძოლას.

„კვირის ქრონიკიდან“ ვიგებთ, რომ „უცნობი“ საკანში ჯერ არ დაბრუნდება და დიმა ჯაიანს დედის გინებისთვის სასამართლოში უჩივიან. „ქრონიკა“ იმასაც არკვევს, თუ ვინ ვისი კაცია პარლამენტში და რა ნიშნით არიან დეპუტატები დაყოფილები.     

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1811
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია