დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როიალი ბუნტის „გასაპრავებლად“
2009/10/05 17:19:53

ამ კვირის ყველაზე სკანდალურ ინტერვიუდ თემურ შაშიაშვილის განცხადება იქცა.

ასავალ-დასავალი“ პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“  ლიდერის  ინტერვიუს აქვეყნებს.  იმერეთის ექს-გუბერნატორი აცხადებს, რომ მან დეტალურად იცის, როგორ დაიგეგმა ჟვანიას მკვლელობა: 

მე მოვისმინე აუდიოჩანაწერი, თუ როგორ დაიგეგმა და განხორციელდა ჟვანიას მკვლელობა სააკაშვილის შავნაბადას რეზიდენციაში, ეს არის 9-საათიანი კასეტა და ჩანაწერში ისმის ხელისუფლების პირველი პირის ხმები!  

ეს აუდიოჩანაწერი შენახულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და მალევე გამოვაქვეყნებთ!“

 „ქრონიკა“ კი  წერს, რომ გუბაზ სანიკიძე, შესაძლოა, ტელეკომპანია „კავკასიის“  პირდაპირი ეთერით გაკეთებული განცხადებების გამო დააპატიმრონ.

ტალიავინის კომისიის დასკვნის კომენტირებისას სანიკიძემ მიხეილ სააკაშვილი პირადაპირ ეთერში მოკვეთილად გამოაცხადა, იგი სადამ ჰუსეინს შეედარა და შემდეგ კი განაცხადა:

ეროვნული ფორუმი ძალიან რადიკალურ  და ძალიან ენერგიულ ზომებს მიიღებს სააკაშვილის დასამხობად, აი ასე პირდაპირ, რაც გინდათ ის ჰქენით ახლა, გამოუშვით მერაბიშვილის პოლიცია დ ამ სტუდიაში დამაპატიმრეთ.“

ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება შერჩება თუ არა გუბაზ სანიკიძეს, ეს ჯერ გაურკვეველია.

„ქრონიკაშივე“ წაიკითხვათ, რომ კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი საბაშვილი  ქიბარ ხალვაშის ცოლის ჯიპით დადის.

დრამატურგი თამაზ მეტრეველი ტელესერიალ „შუა ქალაქის“ შემქმნელების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.

ის აცხადებს, რომ „ტელეიმედი“ პლაგიატობს და დები ღლონტების ტანდემი მისი შექმნილია ისევე, როგორც ავთო ცქვიტინიძის პერსონაჟი.

„კვირის პალიტრის“ ფურცლებიდან  შეიტყობთ  ციხის ბუნტის განსხვავებულ ვერსიებს და ასევე წაიკითხვათ დიმიტრი შაშკინის განცხადებასაც – „დიახ, ჩვენ მოვაწყვეთ ბუნტი როიალის გასაპრავებლად!“

პატიმრები ამბობენ, რომ ზარალის ჩამონათვალში არის ისეთი ნივთები, რომელიც მათ თვალითაც არ უნახავთ და ადმინისტრაციამ ბუნტი ამ ფორმით „გააპრავა.“ ამ ჩამონათვალში საპატიმროებისათვის სრულიად უცხო ავეჯი – როიალიც კი მოხვდა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1649
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია