დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული პრესა - მრავალფეროვანი და სკანდალური სათაურებით
2009/09/30 14:35:43

ქართული პრესა კვირის დასაწყისში პირველ გვერებს საქართველოს პირველ ლეიბორისტს შალვა ნათელაშვილს უთმობს, რომელიც „კვირის ქრონიკიდან“ და „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან იმუქრება, რომ ყველას ამხელს: მათ, ვინც პარლამენტში იყო, როგორ იყვნენ მოქ-კავშირში და რას აკეთებდნენ ნაც-მოძრაობაში. ნათელაშვილმა ისიც ზუსტად იცის, რომ ტალიავინის დასკვნაში ომის დამწყებად საქართველოა გამოცხადებული.

„ასავალ-დასავალთან“ რამაზ კლიმიაშვილი აცხადებს, რომ ჰააგის ტრიბუნალს კარაჯიჩი ვერ დაემალა და ვერც სააკაშვილი დაემალება. მისი ინფორმაციითაც, სააკაშვილი ტალიავინის დასკვნაში ძალიან ცუდადაა მოხსენიებული. „ასავალ-დასავალი“ სააკაშვილის „მეორედ მოსვლასაც“ წინასწარმეტყველებს.

იმავე გაზეთს ჯაბა ჯიშკარიანი უმხელს, რომ სააკაშვილის გაგდების ერთადერთ საშუალებად მხოლოდ კომბალი რჩება და სხვა არაფერი.

„კვირის ქრონიკა“ იმ საიდუმლო შეხვედრაზე საუბრობს, რომელიც სააკაშვილს ნიუ-იორკში წასვლამდე ჰქონდა.

პროფესორები კი, პრესისი ინფორმაციით, გიგი უგულავას ფიზიკოსი მამის წინააღმდეგ აქციის გამართვას გეგმავენ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, პრეზიდენტის მრჩევლები ჟურნალისტებს ან ემუქრებიან, ან მათ ზარებს არ პასუხობენ. „ქრონიკის“ ფურცლებიდან ვიგებთ იმასაც, რომ ბიჭის გამო გოგონებს შორის მომხადარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის ვინაობა გასაიდუმლოებულია და, ერთ-ერთი ვერსიით, მისი ფულიანი მამიკოს წყალობით, საქმის „ჩაფარცხვა“ ხდება.

ეს თემა „კვირის პალიტრის“ მთავარი თემაცაა, სადაც ერთ-ერთი მხარის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ფაქტს როგორც დანაშაულს, ისე ვერ აღიქვამს.“

„კვირის პალიტრასთან“ ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მაშინ მიიღებს, თუ საერთო შეთანხმება იქნება. ამავე გაზეთის ფურცლებიდან ირაკლი ალასანია მერობის კანდიდატებს შორის დებატების გამართვას ითხოვს.

„კვირის პალიტრაში“ აფხაზეთის ომის ერთ-ერთი შემზარავი

ისტორიაა დაბეჭდილი, სადაც შვილმკვდარი დედა წერს, რომ საკუთარ შვილისმკვლელს „ბრატ“ დაუძახა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1737
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია