დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბეჭდური მედია აცხადებს, რომ „სუკის“ არქივი გამსახურდიებთანაა
2009/09/14 16:23:48

გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მესტიის რაიონში 2004 წელს ლიკვიდირებული აფრასიძეების დედის დოდო სიდიანის ინტერვიუს ბეჭდავს.

„სახლი მთლიანად გაძარცვეს, თუ რამე გვქონდა, გამოიტანეს, მანქანებში ჩაალაგეს და სახლს ცეცხლი წაუკიდეს, ჩემი მეუღლე შიგნით ცოცხლად გამოწვეს,“-Hჰყვება შვილმკვდარი დედა.

„ნუთუ მთავრობაში სისხლი არავის აქვს?  მას შემდეგ, რაც ეს საშინელება მოხდა, არავის აინტერესებს, სად ვართ, როგორ ვართ, რა ბედი ეწია ჩემს ოჯახს და ბავშვებს, აქვთ თუ არა საჭმელი და სასმელი, ნათესავებს ვართ მიკედლებული, სახლ-კარი აღარ გვაქვს, ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, ჩვენ რომ ვცხოვრობთ, ისე იცხოვრონ სააკაშვილმა და ბარამიძემ.“

ამავე გაზეთის ფურცლებიდან გაიგებთ, რომ ცოტნე გამსახურდია ლევან გაჩეჩილაძისაგან კატეგორიულად ითხოვს ზვიად გამსახურდიას სახელი საკუთარ ბინძურ თამაშებსა და ინტრიგებში არ გამოიყენოს.

ის ლუსტრაციის კანონზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სუკის არქივის გარკვეული ნაწილი მათ შეინარჩუნეს და დღესაც მათ ხელშია, ნაწილი კი, სამწუხაროდ, ჩეჩნეთში  ყოფნისას, ომის დროს დაიკარგა და შესაბამისად –  რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურში მოხვდა.

ამავე გაზეთში წაიკითხავთ აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის  მოსაზრებასაც: მას შემდეგ, რაც მერაბიშვილს ამერიკაში ყური აუწიეს, სააკაშვილი ხალხის ჯალათად ბაჩო ახალაიას მოიაზრებს.

„ალია“ კი პროგნოზირებს, რომ მალე გილაური ნიკა გვარამიას მოხსნის და ის, სავარაუდოდ, ისევ პროკურატურაში დაბრუნდება.

გაზეთი იმ ინფორმაციასაც ავრცელებს, რომ მოსკოვში სიმღერის შემდეგ პაატა ბურჭულაძის ფონდს აყადაღებენ. თუმცა ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, ფონდში არ ადასტურებენ.

„კვირის ქრონიკა“ შალვა ნათელაშვილთან სკანდალურ ინტერვიუს ბეჭდავს, სადაც ის ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში გია ბარამიძის მონაწილეობის თაობაზე საუბრობს...

მოამზადა ნინო ჯანელიძემ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1604
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია