დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი იდეა – ვის „ჩასაძირად“?
2009/09/03 17:50:45

პრესის გავრცელების ახალი ჯიხურები და ეგრეთ წოდებული სტენდები რამდენიმე თვის წინ თბილისის მერის გიგი უგულავას ახალი ინიციატივის საბაბი გახდა. რამდენიმე დღის წინ ანალოგიური ჯიხურები ბათუმშიც გაჩნდა.

ახალი ჯიხურები ქუთაისში ჯერ არ დაუდგამთ, თუმცა პრესის გავრცელების სააგენტოების წარმომადგენლები „ახლის“ მოლოდინში მაინც არიან.

ქალაქის არქიტექტორის სამსახურის უფროსის მამუკა კობზანაძის ინფორმაციით, ახალი ჯიხურები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე დაიდგმება. სავარაუდოდ, ეს წლის ბოლომდე განხორციელდება. რაც შეეხება ჯიხურების დიზაინს, დღეისათვის ამ სამსახურში რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, საიდანაც შეირჩევა რომელიმე მისაღები ვარიანტი.

ქუთაისში პრესის რამდენიმე გამავრცელებელია, რომელთაც ამ სიახლესთან დაკავშირებით  უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს.

ლაურა სანებლიძე, „პრესის გავრცელების სააგენტოს“ უფროსი: „თუ ჯიხურები უნდა დაიდგას და ეს პანაცეაა, რატომ არ აძლევენ ნებართვებს კონკრეტულ გამავრცელებლებს, რომლებიც ფუნქციონირებენ? რა საჭიროა ახლის შემოყვანა ბაზარზე? რაც შეეხება იმ მიზეზს, თითქოს არ არის გამავრცელებლებს შორის კონკურენტუნარიანი გარემო, გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისი პატარა ქალაქია, აქ ჯანსაღი კონკურენცია ნამდვილად არის. ქუთაისის პირობებში 5 გამავრცელებელი მუშაობს და მონოპოლია რომ იყოს, მაშინ ერთი ან, უკეთეს შემთხვევაში, ორი სააგენტო იმუშავებდა.“

იგივეს ადასტურებს კიდევ ერთი პრესის გავრცელების სააგენტოს ხელმძღვანელი ბახვა მდინარაძე: „ქუთაისში საკმაოდ ჯანსაღი კონკურენტული გარემოა პრესის გავრცელების კუთხით. ვფიქრობ, ახლის შემოყვანა ბაზარზე საჭირო არ არის. მაგრამ ეს, ალბათ, ვინმეს ინტერესებში შედის.“

პრესის გავრცელების სააგენტოს „ექსპრესის“ ხელმძღვანელი ლეილა სულაბერიძე ამ პრობლემით ქალაქის მერიას რამდენიმე წელია მიმართავს. „ჩვენ გვინდოდა ტროტუარებზე სტენდების დადგმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქალაქში „კვირის პალიტრის“ ჯიხურები დაიდგა. ოფიციალური წერილით მივმართეთ ქალაქის მერიას და მათგან კონკრეტული პასუხი მივიღეთ - სანამ ტროტუარების პრივატიზება არ მოხდება და შემდეგ ტენდერი არ გამოცხადდება, მანამდე ეს საკითხი ვერ გადაწყდებაო. ჩვენ თანაბარ პირობებს ვითხოვთ. მაგრამ აქ გასარკვევია, ინიციატორები კონკურენტუნარიან გარემოს რას ეძახიან. ჩვენ 5 თუ 6 გამავრცელებელი, წლებია, ერთად ვმუშაობთ ამ სფეროში, თუმცა ერთმანეთის „ჩაძირვაზე“ არასდროს გვიმუშავია,“ - ამბობს ლეილა სულაბერიძე.

მიუხედავად ასეთი მოსაზრებებისა, როგორც ჩანს, ეს სიახლე ქალაქში მალე გამოჩნდება. რამდენად ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს შექმნის ახალი ანიციატივა, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, უგულავას და ვარშალომიძის ჯიხურებად წოდებული ახალი იდეა ქუთაისში ვის სახელს „დაირქმევს“, ამ ეტაპზე უცნობია.

 

ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ გაზეთ „P.S.”-ში („პოსტსკრიპტუმში“), № 29 (510)  7 – 13 სექტემბერი, 2009 წელი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1714
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია