დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაიღუპა „რიონის “ ოთხი თანამშრომელი
2009/07/27 13:26:25

26 ივლისს, დაახლოებით ღამის 1 საათზე,  ქუთაისში, ნინოშვილი-აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთასთან ავტოავარია მოხდა. დაიღუპა ტელეკომპანია „რიონის“ 4 თანამშრომელი, საინფორმაციო სამსახურის წამყვანი სახეები: პროგრამა „მთავარი იმერეთში“ რედაქტორი და წამყვანი, ასევე გადაცემა „პროფილის“ წამყვანი ნინო გიგაშვილი; „მთავარი იმერეთში“ კორესპონდენტი ჯონი კუბლაშვილი,  პროგრამა „ახალი ამბების“ წამყვანი გიორგი მგალობლიშვილი  და კომპიუტერის ოპერატორი დავით ავალიანი.

დაშავებულია ტელეკომპანია „რიონის“ ოპერატორი ლევან მშვენიერაძე, რომელიც მკურნალობას დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის.

„ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანას, რომელსაც ტელეკომპანია „რიონის“ თანამშრომელი როენა კახიძე მართავდა, შუქნიშანთან უკანა მხრიდან „ჯიპის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას 31 წლის რევაზ ტყეშელაშვილი მართავდა, რომელმაც შემთხვევის ადგილი მიატოვა. იგი სამართალდამცავებმა მოგვიანებით დააკავეს. რევაზ ტყეშელაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გაზეთ  „P.S.” -ის რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტების დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს ტელეკომპანია „რიონს“ და დაღუპულთა ოჯახებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია