დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიაბეტიანთა დასახმარებლად აქცია იგეგმება
2013/07/25 12:19:47

საქართველოს დაავადებათა ეროვნული ცენტრის მონაცემებით 2010 წლისათვის საქართველოში შაქრიანი დიაბეტის 200 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. 2030 წლისთვის 223 ათასამდე ზრდა არის ნავარაუდევი.

დიაბეტის ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია “Welfare Foundation” - ის მიერ, შაქრიანი დიაბეტის პრევენციისა და მკურნალობის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, სკრინინგი ჩატარდება. ყველა მსურველს საშუალება ექნება, გაესაუბროს ექიმს და სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი გაიზომოს. ასევე, ყველა მსურველი დიაბეტის პრევენცისს საკითხზე ექიმის რეკომენდაციას მიიღებს, ხოლო რისკს-ჯგუფებს მიეცემათ კონსულტაცია შემდგომი გამოკვლევების შესახებ. სკრინინგი უფასოა.

უფასო სკრინინგი შემდეგ რეგიონებში იქნება შესაძლებელი:

25 ივლისი - 2 აგვისტო - ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, წალენჯიხა,

5 აგვისტო - გორი

6 აგვისტო - ტყვიავი

სკრინინგის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და დაავადების დროულად აღმოჩენა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, დიაბეტი მალე ეპიდემიად ჩამოყალიბდება. საქართველოს მოსახლეობის 3.3% - ს დიაბეტი აქვს.

„მოცემული პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბებულია დიაბეტის პაციენტთა ცხრა ცენტრი საქართველოს ოთხ რეგიონში, შემუშავებულია საგანმანათლებლო პროგრამა და მასალები დიაბეტით მცხოვრები ხალხისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, პროგრამა/რესურსები სამიზნე რეგიონებში მომუშავე ოჯახის ექიმებისათვის,“  -აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3361
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია