დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უცნაური ფობიები
2013/07/23 15:03:27

ფობია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს  რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერ, პანიკურ შიშს.ამ დაავადების მთავარი სიმპტომია შიშისმომგვრელი ობიექტებისგან თავის არიდების გადამეტებული სურვილი.

ჩამოგითვლით  ყველაზე გავრცელებულ ფობიებს.

კლაუსტროფობია – ჩაკეტილი სივრცის შიში. კლაუსტროფობიით დაავადებული ადამიანები გაურბიან ლიფტით, მატარებლით და ა.შ. მგზავრობას.  ვარდებიან პანიკაში, როდესაც არა აქვთ სადმე გასაქცევი და ვერ პოულობენ სიტუაციიდან გამოსავალს.

აკროფობია - სიმაღლის შიში. აკროფობიით შეპყრობილ ადამიანებს ეშინიათ ისეთ მაღალ ადგილებზე ასვლის,  როგორიცაა: შენობა, მთა, ხე. სიმაღლეზე ყოფნისას მათ ემართებათ პანიკური შიში, ეწყებათ თავბრუსხვევა და ვერ ახერხებენ ქვემოთ ჩამოსვლას. ხშირად უჩნდებათ იქიდან გადმოხტომის ძლიერი სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ არ არიან სუიციდით შეპყრობილნი.

არაქნოფობია  შიშია  ობობების მიმართ. ამ ფობიით დაავადებულებს ნახატი ობობებისაც კი ეშინიათ..

სოციოფობია –კონტაქტების, სოციალური სიტუაციების შიში.იმ  ადამიანებს, რომლებიც შეპყრობილნი არიან ამ ფობიით, ხალხის ეშინიათ. იწყებენ სხვათა თანდასწრებით ნერვიულობას. აკრთობთ აზრი, თუ რას ფიქრობენ გარშემომყოფები მათზე; ეშინიათ გაკიცხვის, დაცინვის, კრიტიკის, ამიტომ ყოველთვის ცდილობენ, გაერიდონ მსგავს სიტუაციას და დარჩნენ სხვებისგან შეუმჩნეველნი.

აგორაფობია – გახსნილი სივრცის შიში. ასეთ ადამიანებს აშინებთ დიდი მოედნები, ცარიელი ქუჩები, ხალხმრავალი ადგილები. თავს კარგად მხოლოდ შენობებში გრძნობენ.

ნეკროფობია – მკვდრის, გვამის შიში.

ბრონტოფობია, ასტრაფობია – ჭექა-ქუხლის შიში.ასეთი ადამიანები ჭექა-ქუხილის დროს ყველანაირად ცდილობენ , თავი აარიდონ  ქუხილის ხმას. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ეკვრებათ სუნთქვა და ვარდებიან პანიკაში.

ობესოფობია  – გასუქების შიში. ამ ფობიით, ძირითადად, ახალგაზრდა ქალები და გოგონები არიან შეპყრობილნი. ისინი გამუდმებით ფიქრობენ საკუთარ  სხეულზე და აშინებთ წონაში მომატება. ეს შიში შეიძლება გახდეს მიზეზი მრავალი სხვა დაავადებისა (ანორექსია, ბულიმია), რომლებიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

სკოტოფობია – სიბნელის შიში. სკოტოფობებს ეშინიათ ბნელ ოთახებში  მარტო სიარული, ქუჩაში ღამით მარტო დარჩენა.სიბნელეში ყოფნისას ყოველთვის ცდილობენ, გაიქცნენ და თავი დააღწიონ მას.

ჰიდროფობია – წყლის შიში. არა მარტო წყლის დალევისას, არამედ დანახვისა და ხსენებისას ფიდროფობებს ემართებათ საყლაპავი კუთების ძლიერი სპაზმი. ძირითადად გვხვდება ცოფის, ტეტანუსის დროს.

აქვე გთავაზობთ ძალიან საინტერესო და უჩვეულო ფობიების ჩამონათვალს:

  • ერეითროფობია – გაწითლების შიში;
  • პენტერაფობია – სიდედრის შიში;
  • არაქიბუტიროფობია – არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიში;
  • ალეკტოროფობია – ქათმების შიში;
  • სქოლიოფობია – სკოლის შიში;
  • მისოფობია – შიში ჭუჭყისა და მიკრობების მიმართ;
  • ტაფოფობია – საფლავის ან საფლავში ცოცხლად დამარხვის შიში;
  • გენოფობია, ცოიტოფობია – სექსუალური სიახლოვის შიში;
  • ანდროფობია – შიში მამაკაცების მიმართ;
  • ბიბლიოფობია – წიგნების შიში, სიძულვილი;
  • აკაროფობია – ფხანის შიში;
  • ომფალოფობია – ჭიპის შიში;
  • ჰემოფობია – სისხლის შიში;
  • ესოფობია – სახლში ყოფნის შიში,
  • ფაგოფობია – გადაყლაპვის შიში,
  • ფობოფობია – ფობიების შიში.

 

თითქმის შეუძლებელია, მოძებნო ადამიანი, რომელიც ერთი ფობიით მაინც არ არის შეპყრობილი. ეს შიში ხელს უშლის მათ პიროვნულ მთიანობას.თუმცა შეულებელი არაფერია და  პროფესიონალების დახმარებით შეიძლება მისი დაძლევა. მთავარია ძლიერი სურვილი. ასე რომ, არ მისცეთ საშუალება თქვენს ფობიებს, უარი გათქმევინონ ბევრ, თქვენთვის სასურველ, ქცევასა თუ სურვილზე.

ქეთევან უგლავა

 

გამოყენებული მასალა:

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%

www.ucnauri.com

www.icode.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5394
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია