დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სოკარი“ ბავშვთა სახლებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს აუნაზღაურებს
2013/06/19 13:57:35

2013 წლის 1 ივლისიდან 2014 წლის 1 ივლისის ჩათვლით, 44 მცირე საოჯახო ტიპის სახლს, სადაც სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვები ცხოვრობენ,  ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასური სრულად აუნაზღაურდება.

თანხას  აზერბაიჯანული ნავთობკომპანია SOCAR- ის საქართველოს წარმომადგენლობა გადაიხდის.

აქცია  SOCAR- სა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.  ამჯერად კი პარტნიორობის მემორანდუმი საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანული ნავთობის კომპანიის SOCAR- ის საქართველოს წარმომადგენლობას შორის გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და კომპანია SOCAR-ის პრეზიდენტმა მაირ მამედოვმა მოაწერეს.

ანიშნავია, რომ SOCAR- სა და  სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის 2011 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული განზრახულობათა ოქმით, „SOCAR" უზრუნველყოფს საქართველოში არსებული თექვსმეტი მცირე საოჯახო ტიპის სახლის მიერ 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას.

როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის  მნიშვნელოვანია ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის პროცესში პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან გაწეული თანადგომა და შეტანილი წვლილი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია