დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის წინ 15 რეგიონიდან ჩამოსული შშმ პირი აქციას მართავს
2013/06/12 14:28:34

ქუთაისის მერიის შენობის წინ მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  მშვიდობიანი აქცია. აქცია იმართება პროექტის ფარგლებში, რომლის  სახელწოდებაა „შშმ პირების უფლებების დაცვის პროცესში“. პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“.

დღეს ქუთაისის თვითმმართველობის შენობის წინ აქციას მართავს საქართველოს 15 რეგიონიდან ჩამოსული შშმ პირი.

„ჩვენთვის პრობლემაა გზები, რომლებიც არ არის მოწყობილი ისე, რომ უსინათლომ იაროს, არ არის ხმოვანი შუქნიშნები და, საერთოდ, უსინათლოებს არ გვაქვს ადაპტირებული გარმო,“ – ამბობს შურიკ ჩიჩიანი მარნეულის რაიონიდან.

„ძალიან მიტოვებულები ვართ ადგილობრივი ხელისუფლებისგან. ჩვენთვის არ არსებობს ადაპტირებული გარემო. საჭიროა შშმ პირთა პროფესიული განათლება, კომპიუტერული პროგრამების ათვისება, ბრაილის შრიფტი და ისეთი ტექნოლოგიები მაღაზიებსა და სხვა საჯარო ობიექტებში, რომლებიც იქნება ჩვენთვის მოსახერხებელი. უსინათლოებისთვის არ არსებოს წნევისა და შაქრის საზომი სპეციალური აპარატები. ვითხოვთ მეტ ყურადღებას ადგილობრივი თვითმმართველბების წარმომადგენლებისგან,“ – ამბობოს თამაზ მუქერია, პროექტის მენეჯერი.

„საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ ორგანიზებით მსგავსი ტიპის აქციები უკვე გაიმართა ბათუმში და ზუგდიდში. შშ მქონე პირთა მშვიდობიანი აქციები უკავშირდება მათი უფლებების დაცვის დღეს – 14 ივნისს.  სწორედ ამ დღეს შეიკრიბებიან ისინი პარლამენტის წინ და გამართავენ სპორტულ-მარათონული ხასიათის სოლიდარულ აქციას.

მერიის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სოციალური სამსახურის უფროსი კახა ქორიძე და ვიცე-მერი ნიკო კაჭკაჭიშვილი გამოეხმაურნენ.

„გასულ წლებთან შედარებით, ცხადია, გაუმჯობესებულია მათი გარემო, მაგრამ, ბუნებრივია, ეს არ არის საკმარისი. ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურში შშმ პირთათვის შემუშავებულია 13 პროგრამა. კონკრეტულად უსინათლოებისთვის ამ კუთხით გადადგმულია პირველი ნაბიჯები, კერძოდ, ქუთაისში რეგისტრირებულ უსინათლოებს ადგილობრივი თვითმმართველობა უწევს 50 პროცენტიან დახმარებას სტომატოლოგიური მომსახურების  მიღების შემთხვევაში. გარდა ამისა, ყველა ტერიტორიული მართვის ორგანოში შშმ პირთათვის დამონტაჟებულია პანდუსები და ამიერიდან ყველა ობიექტის მშენებელს დაევალება პანდუსების გათვალისწინება მშენებლობის დროს. სექტემბრიდან კი ყველა საჯარო დაწესებულებაში სავალდებულო გახდება პანდუსების არსებობა. ასევე ვგეგმავთ მოძრავი ბილიკებისა და ხმოვანი შუქნიშნების დამონტაჟებასაც. ვთვლი, რომ შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაში დიდი როლი ეკისრება ადგილობრივ თვითმმართველობას“, – განაცხადა ქუთაისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უთროსმა კახა ქორიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია