დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია ჯანდაცვის სამინისტროში
2013/06/10 14:35:04

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო.

გამოცდას აბარებენ სხვადასხვა კატეგორიის მაძიებლები. მათ შორის ისეთები, რომლებმაც  დაამთავრეს შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამები; გაიარეს დიპლომისშემდგომი მზადება უცხო ქვენებში, გადაემზადნენ მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში, აქვთ სტაჟის წყვეტა და გაიარეს პროფესიული რეაბილიტაციის კურსი და სხვ.

სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 50 საექიმო სპეციალობაში, გამოცდა დღეიდან, 2013 წლის 10 ივნისიდან ტარდება.

სულ მიღებულია 885 განაცხადი.

მაძიებლებისთვის, რომლებიც წარმატებით გადალახავენ დაწესებულ ბარიერს, პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს მათთვის შესაბამის სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭებას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2284
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია