დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არის თუ არა დიალიზის კაბინეტი ინფექციის წყარო?
2013/05/27 15:58:11

სოციალური მოთხოვნები თუ საავადმყოფოში არსებული ანტისანიტარია?

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის გარშემო ხმაური არ წყდება, ჯერ იყო და 28 თანამშრომელი გაუფრთხილებლად, ვადაზე ადრე, განთავისუფლებულების გამო უჩიოდა  ხელმძღვანელობას, დღეს კი საავადმყოფოს პრეტენზიებს პაციენტები უყენებენ.

პაციენტების განცხადებით, კლინიკაში არსებული ჰიგიენური მდგომარეობა სტანდარტებს არ შეესაბამება, რის გამოც ავადმყოფები B და C ჰეპატიტით ავადდებიან, რაცას დიალიზით არასწორი მკურნალობა იწვევს. მათივე განხცადებით, საავადმყოფოს მედპერსონალი დიალიზის ერთიდაიგივე აპარატს არა ერთჯერადად, არამედ დღის განმავლობაში რამდენჯერმე იყენებს.

psnews.ge საავადმყოფოს დირექტორს დაუკავშირდა და მომხდარზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.

ანჟელა ორჯონიკიძე, ეროვნული სამედიცინი ცენტრის დირექტორი: „პირადად მე, არ შევხვედრივარ აქციის მონაწილეებს, მაგრამ, როგორც დაცვის თანამშრომლებმა გადმომცეს, პაციენტებს უფრო სოციალური კუთხით ჰქონდათ პრეტენზიები, ვიდრე ჰიგიენის კუთხით, მაგრამ მედიის წარმომადგენლებმა რატომღაც ამ კუთხით გაამახვილეს ყურადღება. სოციალურ მოთხოვნებში იმას ვგულისხმობ, პაციენტები, რომლებიც დიალიზით მკურნალობენ ,სახელმწიფოსგან მგზავრობის ღირებულების დაფარვას მოითხოვენ, როგორც ეს მოხდა სხვა ქალაქებში, ასევე ცნობისათვის – სახელმწიფო მათ წლის განმავლობაში 13 დიალიზის ნემსს უფინანსებს სრულად, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც პაციენტებს, გრაფიკიდან რომ არ ამოვარდნენ, ესაჭიროებათ მეთოთხმეტე ნემსი. სწორედ ამის ანაზღაურება გახდა მათი მოთხოვნის ძირითადი მიზეზი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საავადმყოფომ თავისი ხარჯებით გაუგრძელა მათ მკურნალობა.

რაც შეეხება ჰიგიენის მდგომარეობას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს დიალიზის მთავარი განყოფილება, ექიმების და ექთნების მორიგე სტაფი დაუღალავად ემსახურება უამრავ პაციენტს.

ჩვენთან, დიალიზის მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, მედიკამენტების და სახარჯი მასალის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს, შესაბამისად, ეტაპობრივად ხდება მარეგულირებელი და მაკონტროლებელი სამსახურების შემოსვლა და ვითარების შემოწმება. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, არსებული მდგომარეობა სტანდარტებს რომ არ შეესაბამებოდეს, მათი მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოხდებოდა."

დირექტორის მიერ მოწოდებული ინფირმაციით, ამ დროისათვის ცენტრში დიალიზის 25 სავარძელი ფუნქციონირებს, თუმცა უახლოეს პერიოდში იგეგმება მათი რაოდენობის 5-ით გაზრდა. ასევე დაგეგმილია სარემონტო სამუშაოები, რადგან ანჟელა ორჯონიკიძის განცხადებით, პაციენტების პრეტენზიები კედლების ფერსა და ჰიგიენასთან დაკავშირებით სრულად იქნას აღმოფხვრილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია