დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურის მაღაროში მუშა დაშავდა
2013/05/20 12:44:58

ჭიათურაში წერეთლის სახელობის მაღაროში მუშამ საწარმოო ტრავმა მიიღო. ჯუმბერ კენჭოშვილს ე.წ. „კაფსონი“ აუფეთქდა. აფეთქების შედეგად მიღებული მრავლობითი ტრავმებით მაღაროელი ჭიათურის „,ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. მას მარჯვენა ხელის მტევნის ამპუტაცია გაუკეთდა. კენჭოშვილს ასევე დაზიანებული აქვს მარცხენა ხელი და მარჯვენა მუხლი.

უსაფრთხოების ზომების დაუცველობის შესახებ გააკეთეს კომენტარი „ჯორჯიანმანგანეზში“. მათი ინფორმაციით, „ჯორჯიანმანგანეზის“ პერსონალი დაზღვეულია ოჯახის წევრების ჩათვლით, თუმცა სერვერი საავადმყოფო ზესტაფონშია. ამიტომაც, სავარაუდოდ, დამარცხებული მაღაროელის ოჯახს  ჭიათურის „ჯეოჰოსპიტალსის“ მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა მოუწევს.

ამ ეტაპზე ტრავმირებული მუშის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2195
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია