დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წითელას შემთხვევათა რიცხვმა 3 ათასს გადააჭარბა
2013/05/20 12:36:53

რეკომენდაციები საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს

 

წითელას შემთხვევების მატების გამო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებს აძლევს.

პაატა იმნაძესთან შეხვედრისას საბავშვო ბაღის ხელმძღვანელებმა მიიღეს რეკომენდაცია, რომ ბაღის აღსაზრდელების მშობლებისთვის აცრის აუცილებლობა შეეხსენებინათ.

იმნაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფ 3 წლამდე ასაკის ბავშვებს შესაძლოა, 5 წლისთვის დაგეგმილი აცრა დროზე ადრე ჩაუტარდეს. თუ ბავშვს წითელათი ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი არ აქვს, აცრის დროზე ადრე ჩატარება აუცილებელი არ არის.

პაატა იმნაძე აცხადებს, რომ დაავადებულთან კონტაქტიდან 3 დღის განმავლობაში ბავშვს აცრა იცავს, დაგვიანებული ვაქცინაციის შემთხვევაში კი წითელას ვირუსი სუსტი ფორმებით ვითარდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის რეკომენდაციით, ასევე უნდა აიცრან დაავადებულთან კონტაქტში მყოფი მშობლები და 35 წლამდე მოზრდილები.

წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა დაავადებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირისთვის და 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს წითელათი ინფიცირების 3000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2056
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია