დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისსში წიგნიერების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
2013/05/02 12:38:09

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული „წიგნიერების საერთაშორისო კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

კვლევის შედეგები დამსწრე საზოგადოებას გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და კვლევის დეპარტამენტის ცენტრის დირექტორმა ია კუტალაძემ გააცნეს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, პრეზენტაციის მთავარი მიზანია განათლების სისტემის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სასწავლო დაწესებულებებისა და პედაგოგიური წრეების ჩართვა საერთაშორისო კვლევების განხილვასა და შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრაში.

„12 აპრილს თბილისში კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ჩავატარეთ ნაციონალური კონფერენცია, ინტერესი ძალიან დიდი იყო და ამიტომაც ვართ დღეს ქუთაისში, ხვალ ბათუმში მივდივართ. პირდაპირ გეტყვით, კვლევის შედეგები არ არის სახარბიელო. ნამდვილად საჭიროებს სერიოზული ნაბიჯების გადადგმას და სტრატეგიულ დაგეგმვას. სწორედ ამ თემაზე გვექნება დღესაც საუბარი, ვიმსჯელებთ, სამომავლოდ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსწავლეების მხრიდან იგივე შედეგი არ დაფიქსირდეს და მათი მიღწევები მეტად გამოსწორდეს,“-განუცხადა გაზეთ „p.s“-ს მაია მიმინოშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2227
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია