დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენრში მედიასთან შეხვედრა გაიმართა
2013/05/01 18:13:09

ქეთევან ლებანიძე

დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენრში მედიასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიმოიხილეს ის მდგომარეობა, რაც დღეს კლინიკაშია და ისაუბრეს დანერგილ სიახლეებზე. მათი განცხადებით, ეროვნული სამედიცინო ცენტრი ყოველთვიურად 10000– მდე ადამიანს უწევს სამედიცინო მომსახურებას.

„p.s.” დაინტერესდა იმ სადაზღვევო მომსახურებით, რაც ეროვნულ სამდიცინო ცენტრში ხორციელდება პაციენტებისთვის.

„დღევანლელი საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა არის ასეთი: გარკვეულ ნაწილს აქვს სამედიცინო დაზღვევის პოლისი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ პროგრამის ფარგლებში,  საპენსიო და 2 წლამდე ასაკის ბავშვების პოლისი. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ 28 თებერვლიდან ძალაში შევიდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოსახლეს, ურგენტულ სამედიცინო დახმარების დროს, უზღვევს ამ პრობლემის დაფინანსებას.  უკვე დიდად მოიკიდა ფეხი კორპორატიულმა დაზღვევამ. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აქვს ამ დაზღვევის გამოყენების საშუალება. გეთანხმებით, რომ საქართველოში მაინც რჩება გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ვერ სარგებლობენ დაზღვევით, ან, ჯერჯერობით, 1 ივლისამდე, ვერ სარგებლობენ 36-ე დადგენილების მიხედვით, გეგმიურ ამბულატორიაზე. 1 ივლისიდან ძალიან ბევრი ცვლილებები იქნება გეგმურ ამბულატორიულ მომსახურეობასთან დაკავშირებით, როდესაც ძალაში შევა სამინისტროს მიერ განხორცილებული ახალი პროგრამა.”– განმარტავს ანჟელა ორჯონიკიძე, დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამდიცინო ცენტრის დირექტორი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2142
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია