დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოსწავლეები პრობლემების დაძლევას სწავლობენ
2013/04/27 18:41:51

მიუხედავად მოსწავლეთა მონდომებისა და თემების აქტუალობისა, მიმდინარე ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობა კვლავ ნაკლებია

ქუთაისის 30-საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეების ორგანიზებით სამოქალაქო განათლების კლუბი ჩამოყალიბდა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან.

კლუბის მიზანია, მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად ჩამოაყალიბოს და პრობლემებთან ბრძოლა ასწავლოს. ბავშვები ძირითადად იმ საკითხებს ეხმიანებიან,  რომლებიც  საზოგადოების პრობლემას წარმოადგენს. ასეთია: ნარკომანიასთან ბრძოლა, ოჯახური ძალადობა, სხვადასხვა სახის გადამდები დაავადებებისგან თავის დაღწევა.

კლუბის წევრები სისტემატურად მართავენ თეატრალურ წარმოდგენებს და თანატოლებს ამ პრობლემეთა მანკიერებებს აჩვენებენ, ეძებენ მათი დაძლევის ერთობლივ გზებს.

გარდა 30-ე სკოლისა, კლუბის წევრები ღონისძიებებს ქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლაში მართავენ და თავიანთ შემოქმედებას მოსწავლეებს აცნობენ. ოჯახური ძალადობის თემას შეეხნენ კლუბის წევრები 25 აპრილს გამართულ თეატრალიზებულ წარმოდგენაშიც, რომლის დასრულების შემდეგაც გაიმართა დისკუსია. მიუხედავად მოსწავლეთა მონდომებისა და თემების აქტუალობისა, მიმდინარე ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობა კვლავ ნაკლებია, რასაც ბავშვები უფროსი თაობის ინერტულობით ხსნიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2098
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია