დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"სასამართლო ჯერ ისევ ძველ ხელისუფლებას უჭირავს ხელში"
2013/04/13 21:45:56

პოლიტიკური ნიშნით 30 ივლის სამსახურიდან გათავისუფლებული, ქუთაისის სამხარეო დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის თეიმურაზ ნადირაძის სარჩელი 11 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თეიმურაზ ნადირაძე დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკურ ცენტრში აღდგება  ექიმ-ენდესკოპისტად, ხოლო დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ჩუბინიძის განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ  დირექტორის მოცემულ შემთხვევაში, დარღვეული არ არის კანონი და შესაბამისად, მოტივირებული იქნება გადაწყვეტილება, თუ რატომ მივიდა სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე.

ამასთან,  სადაზღვეო კომპანია ალდაგი, თეიმურაზ ნადირაძეს 2012 წლის ივლისიდან დღემდე, საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხავს კუთვნილ ხელფასს, თვეში 300 ლარს.

თემურ ნადირაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და მის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს. ნადირაძის თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მთავარი, პოლიტიკური მოტივი, რაც მისთვის სამსახურის დაკარგვის მიზეზი გახდა.

„27 მაისს, თბილისში, „ქართული ოცნების“ აქციაზე ჩემი ყოფნა რომ დაფიქსირდა, 15-20 წუთში, უშიშროებიდან  დარეკვა დაიწყეს, სად ხარო. ხოლო სამ დღეში, ასევე სატელეფონო ზარის საშუალებით გამათავისუფლეს. დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკურ ცენტრში დირექტორის გარდა, მე ბავშვთა ენდოსკოპისტის თანამდებობა მეჭირა. სასამართლომ მხოლოდ ამ თანამდებობაზე აღდგენა დააკმაყოფილა, რასაც არ ვეთანხმები. „მეგონა, ჩემი პროცესი სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი მაგალითი იქნებოდა, თუმცა არ გამოვიდა, რადგან სასამართლო ჯერ ისევ ძველ ხელისუფლებას უჭირავს ხელში და ეს ამის ნათელი მაგალითია,“ - განაცხადა თემურ ნადირაძემ.    

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია