დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში პრობლემა „უმუშევრობას“ პრობლემა „ჯანმრთელობა“ უსწრებს
2013/04/11 13:49:04

დღეს, 12:00 საათზე, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთობლივად ჩატარდა „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ ფარგლებში გაერთიანებული 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელზეც მიწვეულ მედიას და სამოქალაქო სექტორს რეგიონული პრობლემატიკის კვლევის შედეგები გააცნეს. ქუთაისში შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

მოცემული კვლევის ფარგლებში, რომელიც 10 რეგიონის მასშტაბით ჩატარდა, სულ გამოიკითხა 1405 რესპონდენტი. კვლევის მიზანი იყო რეგიონში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი პრიორიტეტების მიხედვით რანგირება, ასევე თვითმმართველობის საქმიანობის შეფასება და სხვადასხვა საზოგადოებრივი და სახელმწოფოებრივი ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის გამოვლენა.

როგორც კვლევებით გაირკვა, იმერეთის რეგიონში მოსახლეობის უმთავრეს პრობლემას ჯანდაცვა და მასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს, როგორებიცაა მაგალითად: დაზღვევა და სამედიცინო პერსონალის არაკვალიფიციურობა. ამას მოსდევს უმუშევრობის პრობლემა. 

მონიტორინგით დადგინდა, რომ ათივე რეგიონში გამოკითხული მოახლეობის პრიორიტეტები ერთმანეთის იდენტურია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2211
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია