დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქველმოქმედო საღამო უნარშეზღუდული ბავშვების დასახმარებლად
2013/04/07 13:17:31

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა უნარშეზღუდული ბავშვების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტს უმასპინძლა, კონცერტის მიზანი უნარშეზღუდული ბავშვების საზოგადოებაში ადაპტირება იყო.

მაგდა ყურაშვილი, ორგანიზატორი: „ ყველა ბავშვი საჭიროებს დახმარებას, მაგრამ ამ ეტაპზე, ვინაიდან ყველა ბავშვს ვერ მოვიწვევდით, ძირითადად, აქცენტი ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებზე გავაკეთეთ. მათთან დაკავშირებაში დღის ცენტრების და სკოლის ინკლუზიური პროგრამის კოორდინატორები დაგვეხმარნენ. გვინდა, რომ აქცია პერმანენტული ხასიათის გახდეს და ეტაპობრივად დავეხმაროთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მრავალი ლამაზი დღე ვაჩუქოთ.“

კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, ღონისძიების ორგანიზატორებმა სპეციალური ყუთი დადგეს,  სადაც მისულ მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ბავშვების დასახმარებლად სასურველი რაოდენობის თანხაა გაეღო.

ეკა, 32 წლის მშობელი: „მიხარია, რომ ჩვენი შვილები ახსოვთ და მათ დასახმარებლად და მათთვის ცხოვრების გასალამაზებლად მსგავსი საღამოები ეწყობა. წარმოუდგენლად დიდ სიამოვნებას იღებს ჩემი შვილი, როდესაც ხალხშია, უსმენს სიმღერებს, უყურებს თოჯინებს, მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორს ამ ლამაზი საღამოსათვის.“

კონცერტზე საუბარი შეეხო იმ პრობლემას, რაც ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს აქვთ, რამდენადაც ცნობილია, სახელმწიფო მათ პენსიით და სპეციალურ პროგრამებში ჩართვით მხოლოდ სრულწლოვანებამდე ეხმარება, შემდეგ კი შემწეობის გარეშე რჩებიან. მკურნალობა კი სისტემატურ ხასიაშს ატარებს, რისი საშუალებაც ოჯახს ხშირად არ აქვს. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ხეჩინაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბავშვების დასახმარებლად და მათთვის უკეთესი მომავლის შექმნაზე იზრუნებს.

ოპერის დირექტორმა როზა დვალიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ოპერის თეატრი კიდევ არაერთხელ უმასპინძლებს  პატარებს და მათ დასახმარებლად არაერთ კონცერტს და ღონისძიებას გამართავს, ასევე მოუწოდა სხვა ორგანიზაციებს, მიიღონ მონაწილეობა მსგავს საღამოებში და საზოგადოებას შეახსენონ, რომ ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს დახმარებას და თანადგომას საჭიროებენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2600
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია