დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტარებმა სისხლი გაიღეს
2013/04/04 19:06:21

პარლამენტში აქცია გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე  მიმდინარეობს

აქციაში „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები იღებენ მონაწილეობას.
იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორის თამთა დემურიშვილის თქმით,  პარლამენტში შეგროვილი სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებს მოხმარდება, რომლებიც მკურნალობას იაშილის სახელობის კლინიკაში გადიან.
„გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე,“ -ამ ლოზუნგით აქციები უკვე გაიმართა გორსა და მცხეთაში, მათში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის ბრიგადა ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობს. დეპუტატებს სისხლის ჩაბარება პარლამენტის  შენობაში, სხდომათა დარბაზის გვერდით, ე.წ დეპუტატების ოთახში, შეუძლიათ.

ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად  გამართული აქცია პარლამენტში უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის ორგანიზებით მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის: სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 40 ახალი შემთხევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისათვის ძირითადად ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო, შესაბამისა, პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი  9  თვეს მოიცავს. ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ თითქმის ყველა შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2060
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია