დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გედევან ფოფხაძე: „ნაციონალური მოძრაობის ჯანდაცვის სისტემა პიარზე იყო აგებული“
2013/03/19 19:28:50

საქართველოს ჯანდაცვის კომიტეტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან შეხვედრა დაახლოებით სამი საათიმ განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში, მშვიდ გარემოში ჩაიარა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის თქმით, ჯანდაცვის მინისტრისგან კვალიფიციური და საქმიანი პასუხები მიიღეს.
როგორც ფოფხაძე ამბობს, ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროში დადებითი პროცესები დაიწყო. დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ გეგმა ხალხის საჭიროებებზეა მორგებული, ხოლო „ნაციონალების“ დროს არსებული სისტემა პიარზე იყო გათვლილი და მოსახლეობა რეალურად სიკეთეს ვერ ნახულობდა.
„ოპოზიციის დამოკიდებულება ყოველთვის უნდა იყოს კრიტიკული, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის, რაც დაიწყო, დადებითი პროცესია. მარტო საყოველთაო დაზღვევა რომ მიიყვანოს კოალიციამ ბოლომდე, ქვეყანაში ბევრი უსამართლობა გამოსწორდება, რადგან ხალხი თავისი გაჭირვებიდან გამომდინარე, მოკლებული იყო ელემენტარული მკურნალობის შესაძლებლობას. ოპოზიციამ როგორც არ უნდა ამტკიცოს, ჩვენ პერსპექტივაზე გათვლილი სისტემა გვქონდაო, მე მგონია, რომ ეს იყო პიარზე გათვლილი სისტემა,“ - აცხადებს ფოფხაძე.

შეხვედრა დადებთად შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმაც.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ შეხვედრის ფორმატი იყო ძალიან საქმიანი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული. მე შეხვედრას ძალიან პოზიტიურად შევაფასებდი, რადგან იყო კონკრეტული, პრობლემური საკითხების განხილვა და ანალიზი“. - განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკო ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა 400-მდე პრეპარატის გაყიდვის წესის გამკაცრებასთან დაკავშირებით.

„არსებობს გარკვეული დაჯგუფების პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება როგორც ფსიქოტროპულ, ასევე ე.წ. პრეკურსორებს, ანუ პრეპარატები, რომლებიც ექვემდებარებიან გარკვეულ რეგულაციებს მათი რეალიზაციისას, უფრო მარტივად – რეცეპტით გაცემას. აღნიშნული წესის დარღვევის გამო რეგულაციები იმდენად მცირეა, რომ ჩვენ ვაპირებთ ამ სანქციების გამკაცრებას. სანქცია იქნება მზარდი და გამოიხატება, როგორც ფულად ჯარიმაში, ასევე საქმიანობის ლიცენზიის დროებით შეწყვეტაში. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს კომპლექსურად, დარგის ექსპერტებისა და საზოგადოების მონაწილეობით.“ - აღნიშნა სერგეენკომ.

ინფორმაციისთვის: შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ დეკრიმინალიზაციას მხარს არ უჭერს.

"თვის ბოლოს დაველოდოთ, საზოგადოება დარწმუნდება, რომ ამაში საგანგაშო არაფერია. რაც შეეხება კუსტარულ ნარკოტიკებს, სამწუხაროდ, რეალობაა ის, რომ დაახლოებით 20 ლარად შეიძლება 4-მა ადამიანმა დაამზადოს ნარკოტიკული საშუალება და მოიხმაროს. დღეის მდგომარეობით, ეს სერიოზული პრობლემაა. საქართველოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკი არ შემოდის. ამასთან დაკავშირებით აქტიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. დაახლოებით, 400-მდე პრეპარატის იდენტიფიცირება მოვახდინეთ, რაც ნარკოტიკების შემცველია. ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენი რეკომენდაციით გეგმავს, რომ ეს 400 პრეპერატი რეცეპტის გარეშე არ გაიყიდოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ "ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო და ყურადღება უნდა გამკაცრდეს". 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2219
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია