დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ორკბილა
2013/03/18 13:20:05

 

ორკბილა (აჭარაში - ხოზიკა, კახეთში - იჭი, იმერეთში, რაჭაში - წიპარკა, მამლიყივილა, ფისაურა) სწორმდგომღეროიანი 15-60 სმ სიმაღლის ერთწლიანი მცენარეა.

მედიცინაში აყვავებამდე ან აყვავების შემდეგ შეგროვილი თოთო კენწეროები და ფოთლები გამოიყენება. მისი ბალახი გამოიყენება აბაზანისთვის, რასაც ფართოდ ხმარობენ ბავშვთა მკურნალობისთვის. უმთავრესად, სხვადასხვა დიათეზის სამკურნალოდ. დასალევად იყენებენ როგორც შარდმდენ, ასევე ოფლმდენ საშუალებად, აგრეთვე საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.

ხალხურ მედიცინაში ორკბილა გამოიყენებოდა როგორც შარდმდენი და ოფლისმომგვრელი საშუალება. გარდა ამისა, მას ხმარობენ სასუნთქი გზების დაავადების, სიყვითლისა და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოშლის სამკურნალოდ. განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება ბავშვებში სკლეროზის დროს, ასევე ფსორიაზის დროს. ორკბილას ექსტრაქტს, 10-15 დღის განმავლობაში, ჭამის წინ სვამენ 20 წვეთს დღეში 3-ჯერ. გარეგანი დაავადების დროს ხმარობენ მალამოს, რომელიც ორკბილას სქელი ექსტრაქტისგან (2,5%) არის მომზადებული ლანოლინის ზეთთან შერევით (1:1), დაზიანებულ კერებზე დღეში ერთხელ იზელენ.

ფურუნკულის მოსაშუშელად შეურიეთ ერთმანეთს ორკბილასა და მოცვის ფოთლები, 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი, გაწურეთ და დალიეთ.

ფსორიაზის დროს 100 გ ორკბილას დაასხით 0,5 ლ. 70%-იანი სპირტი და გააჩერეთ ორი კვირის განმავლობაში, დალიეთ წყალთან გაზავებული 15-15 წვეთი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

 დაზიანებულ კანზე უნდა შეიზილოთ მალამო, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 50 გ ხმელ ორკბილას ფხვნილს დაუმატეთ 5 წილი ღორის მუცლის ქონი, დუღილის დროს მუდმივად ურიეთ, როცა გაცივდება მალამო მზად იქნება. ორკბილას, როგორც სისხლგამწმენდ საშუალებას, იყენებენ კანის ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით ეგზემის, დიათეზის, ჭინჭრის ციების, რაქიტის სამკურნალოდ. შეურიეთ ერთმანეთს 10 გ სამფერა ია, 20 გ ჭინჭრის დედის ყვავილი, 15 გ ოროვანდის ფოთოლი, 15 გ მარწყვის ფოთოლი, 10 გ ფარსმანდუკის ყვავილი, დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 1 ლ ცივი წყალი და 10 წუთით ადუღეთ ნელ ცეცხლზე. 20-30 მლ ნახარში დალიეთ საათში ერთხელ, ბავშვებისთვის დოზა 2-3 ჯერ ნაკლებია. თუ ნარევს დაამატებთ არყის ხის კვირტებსაც და მოამზადებთ იმავე წესით, ნახარში შეიძლება გამოიყენოთ თირკმლების დაავადებისა და ცისტიტის სამკურნალოდ.

დასალევად ხმარობენ ორკბილას ჩაის: 1 ს/კ ბალახს 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალს ასხამენ, რაც მთელი დღის ნორმაა. ორკბილას აბაზანები საუკეთესო პროცედურაა ბავშვის კანის მოვლაში.

 

თამუნა ასკურავა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8203
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია