დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ია - ლამაზი და სასარგებლო
2013/03/11 12:41:35

ამ მშვენიერ ყვავილს ღირსეული ადგილი უკავია მრავალი მოყვარული მეყვავილის კოლექციაში. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ შინაურ პირობებში ვახარებთ არა იებს, არამედ - სენფოლიებს, უფრო სწორად, მათ ერთ-ერთ ჯიშს - უზამბარულ იას.

საკუთრივ ია ნაზი, სასიამოვნო შეფერილობისა და სურნელის მქონე ბალახოვანი მცენარეა. იისებრთა ოჯახს მიეკუთვნება სამფერა იაც. როდესაც პარმის იებზე საუბრობენ, სწორედ ამ ყვავილებს გულისხმობენ. ფანჯრის რაფაზე მათი მოშენება საკმაოდ ძნელია. სენფოლიის სამშობლო აფრიკა, უზამბარის მთებია. ბუნებრივი უზამბარული ია ყვავილებისა და ფოთლების მრავალფეროვანი ფორმითა და შეფერილობით გამოირჩევა. გამოყვანილია მისი უამრავი სახეობა. იების კლასიფიკაციასაც, უწინარესად, სწორედ ყვავილების შეფერილობისა და ფორმის, აგრეთვე ყვავილის ტიპის მიხედვით ახდენენ.

ია ახარებს თვალს და ათბობს სულს. ეს ყვავილი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ სახლში ზედმეტად ემოციურ ადამიანებს, ასევე მათ, ვინც გარიყულად გრძნობს თავს და აკლია ირგვლივ მყოფთა ყურადღება. განსაკუთრებით სასარგებლოა იები ოთახში, სადაც ჩვილი ბავშვები არიან. სასიამოვნო სურნელის გამო იას კოსმეტიკაშიც იყენებენ. იის სურნელს ამატებენ საპნებს, დეზოდორებს, ჰაერის გამწმენდებს, შამპუნებს, ლოსიონებს...

შინაურ რეცეპტებში შეხვდებით იის ყვავილის ფურცლებისგან დამზადებულ წვენს, რომელსაც გამონაყარის დროს სახის ან ტანის გასაწმენდად იყენებენ. ის საოცრად ეფექტურია წითელას, ქუნთრუშას, ჩუტყვავილას დროს - ამ ინფექციური ავადმყოფობის ნარჩენებს უკვალოდ აქრობს.

იის დეკორატიული ფორმაა იაჟუჟუნა. ის ევროპასა და აზიაშია გავრცელებული, განსაკუთრებით, ისეთი ჯიშები, რომლებსაც სხვადასხვა შეფერილობის ყვავილები აქვთ. ველურ იაჟუჟუნას მედიცინაში ამოსახველებელ საშუალებად იყენებენ. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა სამფერა ია. სამკურნალოდ იყენებენ მის ღეროსა და ფოთლებს. შეიცავს ასკორბინის მჟავას, ტანინს, სელენს, ბორს, კალიუმს, ფლავონოიდებს, C ვიტამინს. აქვს ამოსახველებელი, დამარბილებელი, ოფლმდენი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ეფექტურია ქალური დაავადებების, გაციების, ხველების, ალერგიის, დიათეზის დროს.

 

თამუნა ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3242
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია