დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღორის გრიპის პირველი შემთხვევა ქუთაისში
2013/02/13 23:52:51

ღორის გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ქუთაისში. პაციენტი 4 წლის ბავშვია. დიაგნოზი დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც დაადასტურეს. ბავშვი ამჟამად ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იმყოფება და იქ გადის მკურნალობას. როგორც ექიმები ამბობენ, 4 წლის პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პაციენტი 26 იანვარს შეიყვანეს კლინიკაში. H1N1 ვირუსის დადასტურების შემდეგ ბავშვი ცალკე ბლოკში გადაიყვანეს. მას მკურნალობა რეანიმაციაში უტარდება.

კლინიკის მთავარი ექიმის, კობა კიკნაველიძის თქმით, ე.წ. ღორის გრიპის სამკურნალოდ პრეპარატ „ტამიფლუს“ იყენებენ. 

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია