დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წელს ღორის გრიპით საქართველოში უკვე სამი ადამიანი დაიღუპა
2013/02/12 14:14:02

მიმდინარე წლის სეზონზე ღორის გრიპით (H1N1 შტამი) სამი ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, 67 პაციენტს H1N1 შტამი დაუდგინდა, ხოლო 6 პაციენტს - B ტიპის გრიპი – ­ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, გრიპით დაავადებული ადამიანი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს უნდა მოერიდოს. ასევე, სახლიდან არ უნდა გავიდეს სხეულის ტემპერატურის დარეგულირებიდან 24 საათის განმავლობაში.

პაციენტის ოთახი ხშირად უნდა განიავდეს და სველი წესით დამუშავდეს. პრევენციის მიზნით მოქალაქეებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღაბი გამოიყენონ და ყველაზე მთავარი-ხშირად დაიბანონ ხელები.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, პრევენციის მიზნით სასურველია, მოქალაქეებმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ, რომელიც სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 20-30 ლარი ღირს.

რაც შეეხება მწვავე რესპირატორული გრიპის სიმპტომატიკას - პაციენტს მოულოდნელად უწევს სხეულის ტემპერატურა, დამახასიათებელია ინტოქსიკაცია, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. იშვიათ შემთხვევაში ხველა და სურდო.

გრიპის შემთხვევები კლებას მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1936
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია