დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაჟორიტარი vs მოქალაქე
2013/02/07 14:26:33

ქუთაისის მაჟორიტარის, გუბაზ სანიკიძის წინააღმდეგ უკმაყოფილება გუშინ ნინო კუბლაშვილმა საჯაროდ გამოხატა. იგი სანიკიძეს პარლამენტთან ოჯახით დახვდა.

როგორც კუბლაშვილი ამბობს, მისი შვილი დათო კუბლაშვილი პირველი ჯგუფის ინვალიდია, რომელსაც პრეზიდენტის მითითებით საოპერაციო ხარჯების დასაფარად 18 000 დოლარი ჩაერიცხა. თუმცა ეს თანხა არ არის საკმარისი და ოჯახმა ქუთაისის მაჟორიტარისგან სიტყვიერი დაპირება მიიღო, რომ მათ საჭირო თანხას გამოუყოფდნენ.

„დარიცხული თანხით საბუთების შეგროვება და ჩემი შვილის მინსკში გაშვება მოვახერხეთ, რათა იქ თადარიგი დაეჭირათ და თირკმლის გამოჩენისთანავე ოპერაცია გაეკეთებინათ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გუბაზ სანიკიძეს მივმართე, რომელიც დახმარებას დამპირდა, თუკი თირკმელი გამოჩნდებოდა, აუცილებლად გადარიცხავდა საჭირო თანხას. მოიტყუა და აქეთ მედავება, შენმა შვილმა იცრუა და მე დახმარებას არ დავპირებივარო,“ – აცხადებს ნინო კუბლაშვილი და აღნიშნავს, რომ მაჟორიტარის დახმარების იმედით, მისმა შვილმა მინსკში უკვე გაიკეთა ოპერაცია და ახლა საავადმყოფოს დასატოვებლად 38 000 დოლარი სჭირდება.

გუბაზ სანიკიძე კი თავის მხრივ ბრალდებებს უყენებს კუბლაშვილების ოჯახს. „დათო კუბლაშვილს პროცედურები ჯანდაცვის სამინისტროში უნდა გაევლო, მაგრამ მან სამინისტროს გვერდის ავლით გადაწყვიტა მინსკში წასვლა და ახლა საკითხავია, მართლა გაიკეთა თუ არა ოპერაცია?"- აცხადებს ქუთაისის მაჟორიტარი და კუბლაშვილების ბრალდებას, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ შანტაჟს უწოდებს.

 (ნ.ჩ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2148
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია