დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მთრთოლავი ვერხვი
2012/12/17 13:11:18

მთრთოლავი ვერხვი ტირიფისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, 30 მეტრამდე სიმაღლის ხე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ზღვის დონიდან 1800-2000 მ სიმაღლეზე, ფართო ეკოლოგიური დიაპაზონის მცენარეა, ამიტომ დაბლა ბარშიც 600 მეტრამდე ჩამოდის, ხოლო მთაში 2300 მეტრზეც კარგად იზრდება.

 

მერქანი ფართოდაა გამოყენებული ასანთის წარმოებაში, ქერქი მთრიმლავი ნივთიერებებით მდიდარია და ტყავის გასათრიმლად გამოიყენება.

ასევე გამოიყენება სამკურნალოდ ხუთვის, სურავანდის, სიფილისის და ციებ-ცხელების დროს. მის ფოთლებსა და ყლორტებს მრავალი სახეობის შინაური და გარეული ცხოველი ჭამს.

სამკურნალოდ მთრთოლავი ვერხვის ქერქსა და კვირტებს იყენებენ, რომლებიც შეიცავს მთრთოლავ ნივთიერებებს, მწარე გლიკოზიდებს (პაპულინი და სალიცილინი), ბენზოინის მჟავას, კაროტინს, ვიტამინ C-ს და სხვ.

კვირტებისაგან სპირტის ზემოქმედებით მიღებული ექსტრაქტის გამოკვლევით ცხადი გახდა, რომ მას ბაქტერიოციდული მოქმედების თვისება აქვს ზოგიერთი საშიში მიკრობის მიმართ (ოქროსფერი სტაფილოკოკი, ნაწლავების ტიფის გამომწვევი ბაქტერიები და სხვ.).

ქერქის ნაყენით ხალხური მედიცინა მკურნალობს კუჭაშლილობას, ხველებას, ციებ-ცხელებას და სვამენ, როგორც მადის მომგვრელ საშუალებას.

კვირტებს ოფლმდენ საშუალებად იყენებენ, ხოლო ქერქის გამონახარშს - ვენერიული დაავადებების დროს. ზოგჯერ მთრთოლავი ვერხვის კვირტებს იყენებენ საშარდე ბუშტის დაავადებების (ცისტიტი, შარდშეუკავებლობა), აგრეთვე ბუასილის, რევმატიზმის, ნიქრისის ქარის სამკურნალოდ. გარეგან საშუალებად იყენებენ წყლულებისა და დამწვრობათა მკურნალობაში. მთრთოლავი ვერხვის ახლად გამოწურული წვენის სველ საფენებს იდებენ გველის ნაკბენზე.

 

თამუნა ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2862
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია