დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სვია
2012/11/26 12:43:42

სვია კა­ნა­ფი­სებრთა ოჯახში შე­დის. მრა­ვალ­წლი­­ნი მხვი­­რა მცე­ნა­რეა. გვხვდება სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში. ხალხური მე­დი­ცი­ნა სვი­ის ნაყოფებს იყენებს თირ­კმლების ან­თების, წყალ­მან­კის, სა­შარ­დე ბუშ­ტის გა­ღი­ზი­­ნების დროს სხვა სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რეებთან შე­რე­ვით.

თვით მარ­ტო სვი­ას კი კუ­ჭის კა­ტა­რის, ღვიძ­ლის და ნაღ­ვლის ბუშ­ტის და­ა­ვა­დების, ნერ­ვების აშ­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი უძი­ლობის სამ­კურ­ნა­ლოდ იყენებენ. მის კომ­პრე­სებს ადებენ მუ­წუ­კებსა და წყლუ­ლებზე, რო­გორც და­მაწყნა­რებელ სა­შუ­ა­ლებას. ცნობილი გერ­მა­ნუ­ლი სა­გუ­ლე სა­შუ­ა­ლების - „ვა­ლო­კარ­დი­ნის“ ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი სვი­ის ეთერ­ზე­თია, რო­მე­ლიც რე­კო­მენ­დებულია გულ­სისხლძარ­ღვთა ნევ­რო­ზის, სტე­ნო­კარ­დი­ის და ნაწ­ლა­ვების სპაზ­მის დროს.

და­სა­ლე­ვად იყენებენ ნაყენს: 20გ სვი­ის ნაყოფი 1 ლიტრ მდუ­ღა­რე წყალ­ზე, ან ფხვნილს ჩა­ის კოვ­ზით დღე­ში სამჯერ.

სიყვით­ლის დროს გა­ზაფხულ­სა და ზაფხულ­ზე ამ­ზა­დებენ ნა­რევს: 1 ჭი­ქა ადუ­ღებული ცხელი რძე,1 ჭი­ქა ცხელი წყალი. მას­ში ასხამენ სვი­ის ჩვი­ლი ყლორ­ტების ან ტო­ტებისა­გან გა­მო­წუ­რულ 2 სუფ­რის კოვზ წვენს. ამ ნაყენს ნა­წილ-ნა­წილ სვა­მენ მთე­ლი დღის გან­მავ­ლობაში. ზამ­თარ­შიც ასე­ვე იქ­ცე­ვი­ან, მაგ­რამ სვი­ის წვე­ნის ნაც­ვლად, 2 სუფ­რის კოვზ წი­ნას­წარ ძა­ლი­ან წვრი­ლად და­ქუც­მა­ცებულ სვი­ის ნაყოფს იღებენ და მთე­ლი ღა­მე თბილ წყალ­სა და რძის ნა­რევ­ში ალბობენ, თბილ ად­გილ­ზე დად­გმით, შემ­დეგ თბილ მდგო­მა­რეობაში სვა­მენ ერ­თი დღის გან­მავ­ლობაში.

ნერ­ვი­უ­ლობის დროს და­ჩე­მებული უძი­ლობისას, ან სხვა და­ა­ვა­დებებით გა­მოწ­ვე­ულ უძი­ლობის დროს დღე­ში ორჯერ, სა­დი­ლობისას და ძი­ლის წინ, აძ­ლე­ვენ ერთ ნა­ტეხ შა­ქარ­ზე ან 1 ჩა­ის კოვზ წყალ­ში გან­ზა­ვებულ 6-7 წვეთ ნაყენს. ნაყენი შემ­დეგ­ნა­ი­რად მზად­დება: სვი­ის ნაყოფების ერთ ნა­წილ­ზე იღებენ ოთხ წო­ნით ნა­წილ სპირტს, ამა­ვე ნაყენს იმა­ვე დო­ზით იღებენ გას­ტრი­ტის და პა­რა­ზი­ტი ჭიების სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

თმის ცვე­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ თავს სვი­ის ნაყოფების ნახარ­შით იბანენ, ასე­ვე სვი­ის ნაყოფები რე­კო­მენ­დებულია მა­დის მო­საგ­ვრე­ლად, ასე­ვე აძ­ლი­ე­რებს შარ­დდე­ნა­საც. გა­მოიყენება აგ­რეთ­ვე და­მაწყნა­რებლად სქე­სობრი­ვი აღ­გზნებულობის, ხში­რი პო­ლუ­ცი­ის (თეს­ლის გა­მოყოფა მა­მა­კა­ცებში, ჩვე­უ­ლებრივ, ძი­ლის დროს), კლიმ­ტე­რი­ის დროს არ­სებული ტკი­ვი­ლებისას. ნაყოფების გა­მო­ნაწ­ვლი­ლი კარ­გად მოქ­მე­დებს ძნე­ლად­შეხორ­ცებად ჭრი­ლობებზე.

იღებენ ნაყოფების ნაყენს: ერთ ჩა­ის კოვზ და­ქუც­მა­ცებულ ნაყოფს ასხამენ ერთ ჭი­ქა მდუ­ღა­რე წყალს (ერ­თი დღის დო­ზა). სვა­მენ ყლუპ-ყლუ­პად. უმჯობესია სა­ღა­მოობით მი­ღება.

ასე­ვე მე­დი­ცი­ნა­ში გა­მოიყენება სიყვით­ლის, თირ­კმლებში ქვი­ში­სა და კენ­ჭის, სა­შარ­დე ბუშ­ტის ან­თების, ავადმყოფუ­რი მენ­სტრუ­ა­ცი­ის, თა­ვის ტკი­ვი­ლი­სა და უძი­ლობის, ძლი­ე­რი სქე­სობრი­ვი აღ­გზნებულობის დროს და სხვა.

 

თა­მუ­ნა ას­კუ­რა­ვა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2709
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია