დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯვრისებრი ნაღველა
2012/11/06 12:33:35

ჯვრისებრი ნაღველა ნაღველასებრთა ოჯახს ეკუთვნის, საქართველოში ნაღველას მრავალი სახეობა გვხვდება, იზრდება ტყეებსა და ტყისპირებში. მედიცინაში ნაღველას ფესურა-ფესვები გამოიყენება საჭლის მონელების პროცესის დარღვევისას ახილიისა და დისპეპსიური მოვლენებით, მადის მომგვრელ საშუალებად. მისი პრეპარატები ზრდის საჭმლის გამაღიზიანებლისადმი მგრძნობელობას, რის შედეგადაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციის მოტორული ფუნქციის სტიმულირება ხდება, მათ ნაღვლის დენის გაძლიერების თვისებაც გააჩნიათ.

ნაღველას ხალხური მედიცინა უფრო ფართოდ იყენებს. ნაღველას მხოლოდ იმ სახეობებს იყენებენ, რომლებიც საცხოვრებელ რაიონში მოიპოვება.

ფესვებისა და ფესურის ნახარში (15-20გ 1 ლ წყალზე) გამოიყენება საჭმლის ცუდად მონელების შეთხვევაში, კუჭშეკრულობის, უმადობის, ფერმკრთალობის, უძლურობის, ნიკრისის ქარის, ართრიტის (სახსრების ანთება) და გარეგნულად ჩირქოვანი ჭრილობების დროს.

ასევე ეფექტურია ნაღველას ფესურა-ფესვის მაგარი ნაყენი ღვინოზე, რომელსაც დღეში 2-3 სირჩას იღებენ (ერთი სირჩა, დაახლოებით, 30-40გ-ია).

კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის, ბერვის, გულწვის და კუჭშეკრულობის დროს იღებენ ნაღველას ფესვ-ფესურის პორტვეინზე ნაყენს (შეიძლება მისი შეცვლა მაგარ ღვინოზე ნაყენით). საამისოდ იღებენ ათ-ათ გრამ შემდეგ ნედლეულს: ნაღველას ფესვ-ფესურას, ფორთოხლის ნაყოფის ქერქს, კოთხოჯის ფესურას, კრაზანას, ასფურცელას ყვავილებს, კატაბალახას ფესვებს და ბერულას. მთელ ამ ნარევს 1 ლიტრ წყალს ასხამენ და მზის სინათლეზე ფანჯარასთან 21 დღეს დგამენ (ჭურჭელი გამჭვირვალე უნდა იყოს). ამის შემდეგ წურავენ და სვამენ დილით უზმოზე 1 სუფრის კოვზს და ამდენსავე საღამოთი ძილის წინ.

გარეგან სახმარად ნაღველას ფესვ-ფესურას შემდეგ შეთხვევებში იყენებენ:

1. ნაღველას ფესურისა და სააფთიაქო გვირილას ყვავილის თანაბარი რაოდენობით ფხვნილს ჩირქოვან ჭრილობებზე აყრიან.

2. ნაღველას ფესურისა და მუხის ქერქის მაგარი ნახარშით (ცხელ მდგომარეობაში) ძილის წინ ფეხების დათბილვა სასარგებლოა, ფეხების ოფლიანობის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებაა.

ნახარშის კომპონენტთა რაოდენობა 3 ნაწილი მუხის და 1 ნაწილი ნაღველას ფესურაა.

ასევე გამოიყენება:

1. ძლიერი გულწვაც გაივლის იმ შემთხვევაში თუ სადილის წინ ყოველდღე მიიღებთ სირჩა ღვინოს, რომელშიდაც 21 დღის განმავლობაში ჩაყრილი იყო წვრილად დაჭრილი ნაღველას ფესვები და ფესურები.

2. ნიკრისის ქარის დროს კარგად მოქმედებს ნახარში: 3 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ნაღველას ფესვებსა და ფესურას 3 ჭიქა ცივ წყალს ასხამენ და 7-10 წუთს ხარშავენ. მთელ ამ ნახარშს ერთი დღის განმავლობაში სვამენ.

3. კუჭის კატარის დროს სვამენ ნახარშს: თითო ჩაის კოვზი თავდადგმით სავსე წვრილად დაჭრილი ნაღველას მიწისქვეშა ნაწილები, ფარსმანდუკი და ასისთავა 3 ჭიქა წყალზე. ადუღებენ 10 წუთს, მთელ ნახარშს ერთი დღის განმავლობაში სვამენ. მკურნალობის პერიოდში იცავენ დიეტას. ამავე ნახარშს ურჩევენ უმადობისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.

 

თამუნა ასკურავა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2424
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია