დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მეჭეჭიანი არყა
2012/10/29 12:25:47

მეჭეჭიანი არყა არყისებრთა ოჯახში შედის, გვხვდება საქართველოს მაღალ მთიან რეგიონებში. არყის ფოთლები, კვირტები, ქერქი და მერქანი შეიცავს სამკურნალო ნივთიერებებს.

დადგენილია, რომ არყის კვირტები შეიცავს ჯერ კიდევ მცირედ შესწავლილ ოფლმდენ და შარდმდენ ნივთიერებებს, აგრეთვე არომატულ ეთერზეთებს და ფისს. უკანასკნელი გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ შარმდენი ეფექტი აღინიშნება თირკმლების გაღიზიანების გარეშე, რასაც ზოგ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს. არყის კვირტების წყლით გამონაწვლილს აკეთებენ ჩაის დაყენების მსგავსად, ერთი ჩაის კოვზ კვირტზე ნახევარი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, ამ რაოდენობის გამონაწვლილს ერთი დღის განმავლობაში სამჯერ სვამენ მსუბუქ ფორმებში მიმდინარე გაცივების დროს.

არყის ფოთლები სასარგებლო გამოდგა ფურუნკულოზის, ნევროზისა და ნეფრიტის დროს, იგი რეკომენდებულია აგრეთვე მჟავე რეაქციის შარდიანი დიათეზისათვისაც. ნაყენის დოზა: 50-100 მლ, ზოგჯერ 200 მლ დღეში 2-3 ჯერ ჭამამდე. არყის წვენი გამოიყენება მომამაგრებელ საშუალებად ბრონქიტის, ბრონქოექტაზის, ტუბერკულიოზის დროს სვამენ თითო ჭიქას 2-3-ჯერ დღეში.

ჩვილი ფოთლების წყლით გამონაწვლილი გამოიყენება ლამბლიოზის დროს 200 მლ დღეში 14-45 დღის განმავლობაში. არყის ფოთლების პრეპარატები კარგად მოქმედებს ქოლესტერინის დროსაც. არყის ნედლ ფოთლებს იფენენ მტკივნეულ ადგილებზე.

არყის კვირტებისაგან მომზადებულ ნაყენს (30 გ კვირტს ასხამენ 70 გრადუსმდე სიმაგრის 1 ლიტრ სპირტს) იღებენ დღეში სამჯერ 15-20 წვეთის 1 სუფრის კოვზ წყალში განზავებით, კუჭის წყლულის და მისი სხვა დაავადებების დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა კუჭი ვერ ინელებს. მასვე იყენებენ თირკმლების ანთების ნიადაგზე წარმოქმნილი წყალმანკის, თირკმლების ყველა სხვა დაავადებების დროს და პატარა წვრილი მრგვალი პარაზიტი ჭიების (ასკარიდები) წინააღმდეგ.

სპირტზე ნაყენის ნაცვლად, შესაძლოა, აგრეთვე არყის კვირტების გამონახარშის გამოყენება: 5-10 გ კვირტები 1 ჩაის ჭიქა წყალზე, რომელსაც დღეში სამჯერ სვამენ თითო ჭიქას იმ დაავადებების წინააღმდეგ, რისთვისაც სპირტზე ნაყენს იყენებენ.

არყის ქერქისა და მერქნისაგან მიღებულ კუპრს ეგზემის და კანის სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ იყენებენ.

 

თამუნა ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია