დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გრძელწიწვიანი ღვია
2012/10/22 12:55:16

გრძელწიწვიანი ღვია კვიპაროსისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მარადმწვანე მცენარეა, გვხვდება მშრალ, ნათელ ადგილებში, თითქმის მთელ კავკასიის ტერიტორიაზე.

გრძელწიწვიანი ღვიის გირჩი მედიცინაში გამოიყენება ნაყენის სახით, როგორც ანთების საწინააღმდეგო და დიურეტიული (შარდმომგვრელი) კარგი საშუალება. იგი საშარდე გზების დეზინფექციას ახდენს, აქვს ამოსახველებელი თვისება და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. გამოიყენება შარდმდენად თირკმლების (არამწვავე) და საშარდე ბუშტის ანთების დროს. რეკომენდებულია სახსრების ტკივილის, კანის ანთების (დერმატიტის), აგრეთვე კუჭისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ. სასარგებლოა ასევე გირჩების ნაყენის გამოყენება, რისთვისაც წვრილად დანაწევრებულ ხმელ გირჩს ორი ჩაის კოვზის ოდენობით ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და სამ საათს აჩერებენ. ესაა ერთი დღე-ღამის დოზა შარდის დენის გასაძლიერებლად.

100 გ გირჩს 400 გ წყალში ხარშავენ, მიღებულ გამონახარშს ფილტრავენ და ამის შემდეგ ნახარშს კიდევ ხარშავენ მდუღარე წყლიან ჭურჭელში ჩადგმით, უმატებენ შაქარს სიროფის მისაღებად. გამზადებულ სიროფს დღეში სამჯერ იღებენ ჩაის კოვზით, ჭამის წინ, კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ.

გირჩის გამონახარშს შემდეგნაირად იყენებენ რევმატიზმის წინააღმდეგ:

200 გ გირჩს ხარშავენ ერთ ლიტრ წყალში და ამ ნახარშს უმატებენ სააბაზანოდ განკუთვნილ წყალს. გაზაფხულობით კანზე გამონაყარის საწინააღმდეგოდ ურჩევენ პირდაპირ გირჩების ჭამას (ყლაპავენ კარგად დაღეჭილ რბილობს, მაგარ თესლს კი გადააგდებენ). პირველ დღეს 5 ცალს, მეორე დღეს 6 ცალს და ა.შ. ვიდრე 15-მდე არ ავლენ, შემდეგ ასევე თანმიმდევრობით ამცირებენ დოზას 5-მდე. ასეთ მკურნალობას მიმართავენ ღვიძლზედაც.

თირკმლების მწვავე ანთებისას ღვიის გირჩების პრეპარატები დაავადების გამწვავებას იწვევს, ამიტომ ექიმის გარეშე მისი გამოყენება დაუშვებელია.

გირჩის ეთერზეთები ოპერაციულ ან დასხივებით მკურნალობისას კომბინირებულად, კეთილნაყოფიერად მოქმედებს კანის კიბოთი დაავადებისას. ღვიის ქერქის ნახარშს ხალხური მედიცინა ურჩევს როგორც აღმგზნებ საშუალებას სქესობრივი უნარის დაქვეითებისას, ასევე გამოიყენება ტოტები და გირჩები წყალმანკისა და ნერვული დაავადებების დროს.

ხალხური მედიცინა ღვიის გირჩების სპირტიან ნაყენს იყენებს ტუბერკულიოზის, ბრონქიტის, თირკმელის ქვის და კანის დაავადებების საწინააღმდეგოდ.

ღვიის პრეპარატების მიღება დაუშვებელია ნეფრიტისა და ნევროზონეფრიტის დროს. ხანგრძლივი გამოყენებისას თირკმელის პარენქიმიის გაღიზიანებას იწვევს. 

 

თამუნა ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3550
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია