დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხარისშუბლა
2012/10/08 13:45:26

ხარისშუბლა რთულყვავილოვანთა ოჯახში შედის. მრავალწლიანი მცენარეა. ყვავის ივლის-აგვისტო-სექტემბერში. გვხვდება სუბალპურ სარტყელში: აჭარაში, სვანეთსა და აფხაზეთში.

 

 

ამ მცენარის ყველა ნაწილში მოიპოვება ალკალოიდები (პლატიფილინი, სენეციფილინი, ნეოპლატიფილინი, სარაცინი). მისგან იღებენ აგრეთვე პრეპარატ „პლატიფინის ნიდროტარტრატს“, რომელსაც მუცლის ღრუს მუსკულატურის სპაზმების დროს იყენებენ. მასვე ხმარობენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, ბრონქიალური ასთმის, ჰიპერტონიის სტენოკარდიის, სისხლძარღვების სპაზმების დროს, აგრეთვე ოფთალმოლოგიაში - თვალის გუგის გასაფართოებლად.

სენეციფილინი ტოქსიკურია, იგი იწვევს ჰემორარგიულ ცვლილებებს ღვიძლში და მედიცინისათვის პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ არაა რეკომენდებული ხარისშუბლას ნაყენი და სხვა გალეონური პრეპარატები, რომლებიც პლატიფილთან ერთად სენეციფილინსაც შეიცავს.

 

პლატიფილინი სპაზმატოლოგიური საშუალებაა ტკივილების მოსახსნელად - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სპასტიკური კოლიტის, ღვიძლისა და თირკმლების ჩხვლეტის და ქოლეცისტიტის დროს. ამ პრეპარატის დიდი დოზით მიღებისას ვლინდება სიმშრალე პირის ღრუში, გულის გაძლიერებული ცემა, თვალის გუგების გაფართოება და ქოლინორეცეპტორების ბლოკირების გამომხატველი სხვა სიმპტომები. პლატიფილინის დანიშვნა შეუძლებელია გლაუკომის, გულსისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლისა და თირკმელების ორგანული დაავადებების დროს.

სარაცინით მკურნალობისას ავადმყოფთა უმეტესობის მდგომარეობა უმჯობესდება (წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი და სპასტიკური კოლიტი), უქრება ან უმცირდება ტკივილები და პირღებინება, გულწვა (გულის რუჯვა) და ბოყინი. სარაცინი არსებით გავლენას არ ახდენს კუჭის სეკრეტორულ და მჟავისგამომყოფ ფუნქციებზე. მისი გავლენით მოხდება კუჭის მოტორული ფუნქციის ნორმალიზება. იგი არ იწვევს გვერდით მოვლენებს და ავადმყოფები კარგად იტანენ.

 

თამუნა ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია