დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თანაბარი შესაძლებლობები - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის“
2012/07/09 14:07:51

ქუთაისში, სახალხო დამცველის ოფისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხზე ორიენტირებული, დასავლეთ საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართა.

 

ქსელი ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების  ცენტრი (KEDEC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციის  ქუთაისის ფილიალის მიერ ინიცირებული პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე პირებისათვის“ ფარგლებში შეიქმნა. ქსელის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებებისა და ინტერესების ადვოკატირება. პროექტის ფარგლებში  დაგეგმილია ქსელის წევრი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა.

პროექტში ასევე მონაწილეობენ როგორც სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი ერთმანეთს იმ იდეებს უზიარებენ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების პირების პრობლემებს აღმოფხვრის. ამ ქსელის ერთ-ერთი აქტიური წევრი, კონტროლის პალატის წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამგეობის წევრი ნაზი  არონია  „P.S.“-თან  აცხადებს: „დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესოა და სასარგებლო იმდენად, რამდენადაც წამოიჭრა იდეა, რომელიც მხარდაჭერილია  მონაწილე ორგანიზაციების მხრიდან. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მსგავსმა ორგანიზაციებმა, ურთიერთშეთანხმებით წარმოვადგინოთ პროექტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად. ამ ქსელის პრეროგატივა არსებული პრობლემების გადაჭრა არ არის, არამედ მას შეუძლია, რეკომენდაცია დააყენოს მთავრობის წინაშე და ერთობლივად ვიმოქმედოთ, თუ რა წვლილის შეტანა შეგვიძლია ამ ადამიანების დასახმარებლად.“

 

ხატია გორგოძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია