დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მარიამსაკმელა
2012/07/09 13:48:19

მარიამსაკმელა ორყურასებრთა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა. ხარობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მედიცინაში  ჰარმინის მისაღებად, ძირითადად, თესლები გამოიყენება. ჰარმინი გამოიყენება ექსტრაპირამიდული სისტემისა და ეპიდემიური ენცეფალიტის შედეგების სამკურნალოდ, აგრეთვე პარკინსონიზმის და მთრთოლვარე (მოციმციმე) დამბლის დროს. მისი ზემოქმედების შემდეგ ავადმყოფს უუმჯობესდება ნებისმიერი მოძრაობა და უფრო სწრაფი და მოძრავი ხდება.

ჰარმინი ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებას ახდენს, განსაკუთრებით მოქმედებს ტვინის ქერქის მამოძრავებელ ცენტრებზე, დაბლა წევს წნევას, აუმჯობესებს სუნთქვას, ადუნებს კუჭ-ნაწლავის, საშვილოსნოსა და გულის კუნთებს, აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს. დიდი დოზა იწვევს კრუნჩხვებს. ჰარმალინი ჰარმინზე ორჯერ ტოქსიკურია.

ასევე მარიამსაქმელას თესლი ოფლმდენ, შარდმდენ და ჭიისდამდენ თვისებებს ავლენს.

ძველად ბერძნები თვალის დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. მას აქვს მათრობელა და ძილისმომგვრელი თვისებაც. თურქეთში თესლების ნაყენს მსუბუქად დამათრობელი სასმელის მოსამზადებლად იყენებენ. თესლი 14-16%-მდე ზეთს შეიცავს, რომელიც სამღებრო საქმეებისთვის გამოიყენება.

მარიამსაკმელა ოდითგანვე ცნობილი შხამიანი მცენარეა, თესლში ალკალოიდების რაოდენობა 5%-მდე აღწევს, რომელთა ერთი/მესამედიც ჰარმინზე მოდის, მასვე შეიცავს ფესვებიც.

ფოთლებსა და ღეროში არსებული ალკალოიდი პეგანინი ნერვული დაავადებების: მიოპატიისა და მიასთენიის სამკურნალოდ, აგრეთვე საფაღარათო საშუალებად გამოიყენება.

მცენარეს ინსექტიციდური თვისებები გააჩნია და წარმატებით გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე მწერების წინააღმდეგ.

ძლიერი ტოქსიკურობის გამო მარიამსაკმელას სამკურნალოდ გამოყენება  მხოლოდ ექიმის რჩევით შეიძლება.

 

თამუნა ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2435
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია