დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ასისთავა
2012/07/02 12:45:11

ნაღველასებრთა ოჯახს ეკუთვნის. აჭარაში ქინას ეძახიან, კახეთში დედამიწის ნაღველას. ყვავის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით. გვხვდება მდელოებზე, ტყის პირებზე, გამეჩხერებულ ტყეებში.

მთელ მცენარეში 1%-მდე ალკალოიდები მოიპოვება, აქვს 0,3%-მდე გლიკოზიდები, მიწისზედა ნაწილები შეიცავს ასკორბინის მჟავას. ასისთავას პრეპარატები მედიცინაში მადის მომგვრელი და საჭმლის მომნელებელი აპარატის ფუნქციების გასაძლიერებლად გამოიყენება. ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ ორგანიზმიდან გენციანის პარაზიტი ჭიების გამომდენი თვისება გააჩნია.

ასისთავა კიდევ უფრო ძვირფასია ხალხურ მედიცინაში. იგი განსაკუთრებით გამოი-ყენება კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის დროს. გულწვის, აგრეთვე ღვიძლისა და ნაღველის სადინარების სამკურნალოდ (20 გ ბალახი 1 ლიტრა მდუღარე წყალზე გამოწვლილი ჩაი).

რამდენიმე რეცეპტი ასისთავას გამოსა-ყენებლად: 1. ნაღვლის ბუშტის ანთებისას სვამენ ჩაის ორ-ორ ჭიქას დღეში, რომელშიც შედის შემდეგი ბალახები: 2 გრამი ასისთავი, 2 გრამი კოთხოჯის ფესურა ფესვებით, 2 გრამი ნეგოს ყვავილები. საღამოთი ასხამენ 2 ჭიქა ცივ წყალს და დილით 5-7 წუთი ადუღებენ. უზმოზე სვამენ ერთ ჭიქას. დანარჩენი დღის განმავლობაში 4 ნაწილად, ჭამიდან ერთი საათის გასვლის შემდეგ.

2. კუჭის ტკივილებისა და ნაწლავების ბერვის დროს იყენებენ შემდეგ ნარევს: 5 გრამი ქოთხოჯის ფესურას ფესვებით ადუღებენ 1 ლიტრ წყალში 10 წუთს. ცეცხლიდან გადმოღებისთანავე, ან ძალიან ცხელ ნახარშში ყრიან დაქუცმაცებულ 2 სუფრის კოვზ ასისთავას, 1 სუფრის კოვზ აბზინდას, 1 სუფრის კოვზ კრაზანას და თითო ჩაის კოვზ პიტნასა და კატაბალახას ფესვებს. ყოველივე ეს ნახევარ საათს იდგმება ცხელ ღუმელში, იწურება და მიიღება უზმოზე 1 ჭიქა, დანარჩენი 4 ნაწილად დღის განმავლობაში.

3. კუჭ-ნაწლავის ქრონიკული აშლილობისას გამოიყენება შემდეგი ბალახების ნაყენი: ორ-ორი სუფრის კოვზი კრაზანა და ასისთავა 1 ლიტრ მდუღარე წყალზე. სვამენ ერთი დღის განმავლობაში. ეს ჩაი ითვლება კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის ნატურალურ გამანეიტრალებლად.

4. მადის მომგვრელ და ნაღვლივლის გამომყოფ საშუალებად გამოიყენება: ერთი სუფრის კოვზ ასისთავას უნდა დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, იდგმება 30 წუთი, იწურება და თითო სუფრის კოვზი მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე. ერთი კურსისათვის რეკომენდებულია სულ 50 გრამი ასისთავა.

 

თამუნა ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია