დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერია ნარკომანიას „ახალ გზასთან“ ერთად შეებრძოლება
2012/06/26 17:26:50

26 ივნისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრს „ახალი გზასა“ და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი თვითმმართველობის მხრიდან ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ, ხოლო ცენტრის მხრიდან „ახალი გზის“ ხემძღვანელმა დალი ურაშიძემ მოაწერეს.

„26 ივნისს აღინიშნება ნარკომანიასთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის ხელისუფლებამ კარგ საქმეს ჩაუყარა საფუძველი, ეს გახლავთ თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ნარკოტიკების არასამედიცინო გზით მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ეს არის ქართულ სინამდვილებში უპრეცედენტო შემთხვევა.“ - აღნიშნა ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრის „ახალი გზის “ ხელმძღვანელმა დალი ურაშიძემ.

„მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი. ზოგადად, ნარკომანია ჩვენი საზოგადოების,  სამწუხაროდ, ძალიან კარგად ცნობილი და მწვავე პრობლემაა. მე ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა ამ მიმართულებით არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლებას შორის ძალიან კარგია. პირველ რიგში  მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში, რომლებიც ნარკომანებად იწოდებიან,“- განაცხადა ქალაქის მერმა მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ.

მემორანდუმი „ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა საკეთილდღეოდ“ გადადგმული ნაბიჯია - ითქვა ღონისძიებაზე. ორგანიზატორთა განცხადებით, ნარკომომხმარებელ ქალებზე ყურადღება მეომორანდუმშიც გამახვილდა, რადგან ისინი ყველაზე უფრო დგანან დაინფიცირების რისკის წინაშე, ასევე დიდია საშიშროება იმისა, რომ მათ მომავალი თაობაც დააზარალონ. როგორც ითქვა, საქართველოში ნარკომომხმარებელ ქალთა რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ოფიციალურ მონაცემებშია დაფიქსირებული.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1949
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია