დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წითელი მოცვი
2012/06/11 13:18:19

წითელი მოცვი საქართველოს სუბალპურ და ალპურ სარტყლებშია გავრცელებული. ხარობს მაღალმთიანეთისა და ჩრდილოეთში.

 

მანანისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მარადმწვანე 10-15 სმ სიმაღლის ჰორიზონტალურ ფესურებიანი ბუჩქი აქვს. ნაყოფი მრავალთესლიანი, ბურთისებური, კაშკაშა, წითელი კეკნრაა. ყვავის მაის-ივნისში. მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.

მედიცინაში წითელი მოცვის ფოთლები გამოიყენება ნახარშის და ნაყენის სახით შარდის გამოსაყოფად, უმთავრესად თირკმლების კენჭოვანი დაავადებებისას. ასევე გამოიყენება რევმატიზმის და ნიკრისის ქარის წინააღმდეგ.

წყალს, რომელშიც წითელი მოცვის გამხმარი ნაყოფებია დამბალი, კუჭში გამხსნელ საშუალებად იყენებენ.

დადგენილია, რომ წითელი მოცვის ნაყოფის არამარტო ახლადგამოწურულ წვენს, არამედ 25-30 კვირის განმავლობაში შენახულ წვენსაც ბაქტერიციდული თვისება გააჩნია. მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წითელი მოცვის ნაყოფის ექსტრაქტის მიღებით სისხლში შაქრის შემცველობა მცირდება, რაც მისი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენების საშუალებას იძლევა.

წითელი მოცვის ფოთლების ნახარშს სვამენ თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ. საამისოდ ერთ მუჭა ფოთოლს ასხამენ 3 ჭიყა წყალს და 10 წუთს ადუღებენ, მიირთმევენ ერთი დღის განმავლობაში სამჯერ. ასეთ ნახარშს სასარგებლოდ მიიჩნევენ არა მარტო თირკმელების, არამედ ღვიძლის სამკურნალოდაც. მიუხედავად იმისა, რომ ფოთლები შარდმდენია, მათი ნახარშის გამოყენება კარგ შედეგს იძლევა იმ ბავშვებში, ვისაც შარდშეუკავებლობა აქვთ ღამ-ღამობით. ამ შემთხვევაში იყენებენ ნარევს: წითელი მოცვის ფოთლებს და ნაყოფებს 2 კოვზ კრაზანას ბალახს უმატებენ, ასხამენ 3 ჭიქა წყალს, ადუღებენ 10 წუთს. მიიღება დღეში 3 ჭიქა დღის 4 საათიდან დაძინებამდე.

თირკმელებისა და საშარდე ბუშტისთვის იყენებენ შემდეგნაირად: 3-4 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 2 ჭიქა წყალს. ხარშავენ 15 წუთის განმავლობაში, ესაა 2 დღის დოზა, სვამენ ყლუპ-ყლუპობით.

 

თამუნა ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3794
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია