დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასახმარებლად
2012/06/04 13:53:54

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან ერთად, პროექტის - „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“ პრეზენტაცია გამართა.

„მრგვალი მაგიდა“ აერთიანებს ორ პროექტს: „ჩვენ ერთი ქალაქის შვილები ვართ“ და „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთათვის“. მრგვალი მაგიდის მიზანია ყველა იმ პრობლემის განხილვა, რომელიც ქალაქის მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს აწუხებთ და ასევე გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზების გამოძიება.

„პროექტი საქართველოს ხუთ ქალაქში ხორციელდება. ის მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი პირობებით აღჭურვას. ამ მიზნით ორგანიზებას ვუკეთებთ სხვადასხვა ტრენინგ-პროგრამებს, რომელიც, ძირითადად, გამიზნულია უფლებების სწავლების და უფლებების შესახებ მონაცემებით აღჭურვაზე, ასევე ორგანიზება უკეთდება სხვადასხვა ტიპის ადვოკატირების კამპანიებს, იმ გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ისმება. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება უწყვეტი განათლების ინტეგრირებულ და ინკლუზიური განათლების სფეროში არსებულ პირობებს, მოწვეულები არიან სკოლის დირექტორები, პედაგოგები, ინკლუზიური განათლების კოორდინატორები. ადგილობრივი თვითმმართველობის და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები,“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლია კილაძემ.

პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ნატო ქობულაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, განათლების აკადემიური დოქტორი: „ქუთაისის მასშტაბით გვყავს 12 სკოლა, რომელიც აღჭურვილია ოთახებითა და სპეციალისტებით, რომლებსაც ინკლუზიური სწავლების კოორდინატორების სახელწოდებით მოვიხსენიებთ. ვფიქრობ, ეს ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია, რათა მოხდეს ბავშვების სრული ჩართვა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებასთან.“

დიალოგი მრგვალ მაგიდასთან მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია