დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შხამა
2012/06/04 12:54:41

შროშანისებრთა ოჯახის მცენარეა. ყვავის და თესლს ივითარებს ივნის-აგვისტოს განმავლობაში. უმთავრესად გავრცელებულია ნესტიან მდელოებზე.

ძლიერ შხამიანი მცენარეა, მის ნექტარში არსებული ალკალოიდებით მოწამლული ფუტკარი იღუპება. განსაკუთრებული ტოქსიკურობით ფესურა და ფესვები გამოირჩევა. ალკალოიდების გარდა, ფესურა შეიცავს საღებავ და მთრიმლავ ნივთიერებებს, ამინომჟავებს, ფისებს, გუმფისს, ცხიმებს, სახამაბელს, შაქარს, მინერალურ მარილებს და სხვ.

გამხმარი ფესურის ფხვნილისაგან მომზადებული მალამო, სპირტზე ნაყენი და გამონახარში ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებად გამოიყენება ნევრალგიისა და რევმატიზმის დროს.

ფესურისა და ფესვის ნახარში, აგრეთვე ნაღებზე მომზადებული მათი ნაყენი ხალხურ მედიცინაში წარმატებით გამოიყენება ეგზემის სამკურნალოდ.

ფესვებისა და ფესურების გაგრილებულ ნახარშს ცოტაოდენ საფუარს ურევენ და 2-3 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე ინახავენ.

ძალიან კარგ შედეგს იძლევა შხამას ფესვ-ფესურებისა და სვიის ნაყოფების ერთობლივი ნახარში. ნახარშში დასველებულ საფენებს იდებენ ეგზემურ ადგილებზე, ცდილობენ, დღე-ღამის განმავლობაში რაც შეიძლება დიდხანს ჰქონდეთ ეგზემიან კერებზე.

ნახარშის დოზაა: 60-70გ. წვრილად დაჭრილი ფესურა და ფესვები 1 ლიტრ წყალზე. ხარშვა ხდება 5-7 წუთის განმავლობაში ნელი დუღილით. გაგრილებულ ნახარშს საფუარს ურევენ მცირე დოზით, თვალზომით. სამკურნალო ეფექტი ვლინდება განუწყვეტელი მკურნალობით 1-2 კვირის განმავლობაში. ძალიან ხშირია ეგზემიან ავადმყოფთა სრული განკურნების შემთხვევები.

ფესვებისა და ფესურების სპირტზე ნაყენი (1 ნაწილი წვრილად დაჭრილი ფესვები და ფესურა, 4 ნაწილი სპირტი) ხალხში ნაცადი საშუალებაა ჭორფლის და ხალების მოსაცილებლად, ფესურის ნახარში კარგი საშუალებაა ქერტლის წინააღმდეგ.

შხამას ზემოთჩამოთვლილი სამკურნალო ეფექტი ხალხურ მედიცინაში დიდი  ხნის დადასტურებული ფაქტია. ბოლო ხანებში მისმა სამკურნალო ეფექტმა აღიარება ჰპოვა მეცნიერულ მედიცინაშიც, მაგრამ შხამას გამოყენებისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე გვაქვს ძალიან შხამიან მცენარესთან და საჭიროა დიდი სიფრთხილის გამოჩენა.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2435
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია