დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საავადმყოფოების პრაზენტაციაზე პედაგოგები სჭარბობენ
2012/05/29 12:52:17

პრეზიდენტი სააკაშვილი გუშინ ქუთაისს სტუმრობდა. მან „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის“ ფარგლებში „ალდაგი ბი სი აი“-ს მიერ აშენებული „იმერეთის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფო“ გახსნა. საავადმყოფოს გასახსნელად რამდენიმე ასეული ადამიანი იყო მისული. უმეტესობა მათგანი გაზეთ„P.S.“-თან საუბრისას აცხადებდა, რომ პრეზენტაციაზე მისვლა სამსახერუბში დაავალეს.

„სკოლის პედაგოგი ვარ, სკოლაში გვითხრეს, რომ მთელი კოლექტივი აუცილებლად უნდა წამოვსულიყავით. 4 საათია უკვე, აქ ვართ. იმედია, მალე მოვა,“ - გვითხრა ერთ-ერთმა პედაგოგმა.
პრეზიდენტი „იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში“ ერთი საათის დაგვიენბით მივიდა და დეტალურად დაათვალიერა საავადმყოფოს თითქმის ყველა ნომერი.
„იმერეთის რეგიონულ კლინიკური საავადმყოფო“ 100 საწოლზეა გათვლილი და ის სხვადსხვა საავადმყოფოებიდან გადმოყვანილი მაღალკვალიფიციური ექიმებითაა დაკომლექტებული. საავადმყოფოს გახსნის შემდეგ პრეზიდენტმა პუშკინის ქუჩაზე ახალი სასტუმროც გახსნა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2123
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია