დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ძახველი
2012/05/28 14:07:53

საქართველოში ვრცელი არეალით ხასიათდება. ცხრატყავისებრთა ოჯახს ეკუთვნის, იგი დიდი დიაპაზონის მცენარეა. სამკურნალოდ ძახველის ქერქს იყენებენ. ქერქი მრავალ ორგანულ მჟავებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს, ასევე C ვიტამინს შეიცავს. ხალხურ მედიცინაში ძახველის ნაყოფის წვენს სვამენ გაციებით გამოწვეულ ხველების დროს, ბრონქიალური ასთმის, ისტერიის, ჰიპერტონიის (ნაყოფის წვენის ნაყენის თბილ ღუმელში მომზადებით) და ხანგრძლივი მენსტრუაციის წინააღმდეგ. სპირტის, ძახველის ნაყოფის წვენისა და კარაქის ნარევს სვამენ კუჭის წყლულისა და კუჭის წვენის დაქვეითებული მჟავიანობის დროს.

მიაჩნიათ აგრეთვე, რომ ძახველის ნაყოფების წვენისა და უფოთლო წვრილი ტოტების მონახარშის ნარევი მიიღონ ავთვისებიანი სიმსივნის დროს.

თაფლში შერეული ნაყენი დადებითად მოქმედებს ქოლეცისტიტიან (ნაღვლის ბუშტის ჩირქოვანი ანთება) ავადმყოფებზე.

ნაყენის წვენს სვამენ ფურუნკულებისა და ეგზემის წინააღმდეგ. ყვავილების მონახარშს ურჩევენ ხველისა და ხმაჩახლეჩილობის, თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის კენჭების წინააღმდეგ, ყლორტების მონახარშს კი - ბავშვებში სიყვითლის დროს. ქერქს ადრე გაზაფხულზე აგროვებენ, თანაც მარტო ახალგაზრდა ღეროებს და ტოტებზე აშრობენ ქარგამჭოლ ადგილზე, ჩრდილში.

ძახველის პრეპარატები მედიცინაში სისხლდენის შემაჩერებლად გამოიყენება მშობიარობის შემდგომ პერიოდში, გინეკოლოგიური დაავადების საფუძველზე, საშვილოსნოდან სისხლდენის დროს.

გამოიყენება წვრილად დაჭრილ ქერქზე 70%-იანი სპირტის დასხმით მიღებული თხევადი ექსტრაქტი (შეფარდება 1:1). მიიღება 20-40 წვეთი 2-3 ჯერ დღეში ჭამამდე.

წყლიანი ნაყენი: 7გ ქერქი ერთ ჭიქა მდუღარე წყალზე, ადუღებენ ნელ ცეცხლზე 30 წუთს და წურავენ. იღებენ თითო სუფრის კოვზს დღეში 3-4 ჯერ.

ძახველის ნაყოფების წყლიანი ნაყენი: ნაყოფს კარგად ჭყლეტენ, თანდათან უმატებენ მდუღარე წყალს (2-3 სუფრის კოვზი ნაყოფი ერთ ჭიქა მდუღარე წყალზე). დგამენ 1 საათის განმავლობაში. ნაყენს სვამენ დღეში 3-4 ჭიქას.

 

თამუნა ასკურავა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6403
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია