დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხეჭრელი
2012/05/21 11:18:34

საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული მთელ საქართველოში, მთაში ზღვის დონიდან 1700 მეტრზე და უფრო მაღლაც გვხვდება.

ქერქი შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს, კერძოდ, ფრანგულაემოდინს, რომელიც უხსოვარი დროიდან გამოიყენება როგორც ეფექტური გამხსნელი საშუალება. მას იყენებენ როგორც გალეონური (გამონახარში, ჩაი) პრეპარატების, ასევე ქარხანაში გამზადებული მზა პრეპარატების სახით. (თხევადი და მშრალი ექსტრაქტი, პრეპარატები ფრანგულასკინი და კონფრანალი)

ახალი ქერქის გამოყენება დაუშვებელია, რადგან მომწამვლავ ნივთიერებებს შეიცავს, იწვევს პირღებინებას და ტკივილებს მუცლის არეში. ეს ნივთიერება იშლება ქერქის არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში შენახვისას. ამიტომ გალეონურ პრეპარატებს ამზადებენ მხოლოდ ერთ წელიწადს ან უფრო დიდხანს შენახული ქერქისაგან. ქარხნებში ხეჭრელის ქერქს მომწამვლელი ნივთიერებისგან ათავისუფლებენ 100 გრადუს ტემპერატურაზე გახურებით, რამდენიმე საათის განმავლობაში.

გამოიყენება გამხსნელ საშუალებად: 30%-იან სპირტზე მომზადებულ ხეჭრელის თხევად ექსტრატს (ერთი ნაწილი წვრილად დაჭრილი ქერქი, ერთ ნაწილ სპირტზე) იყენებენ 20-40 წვეთს ერთ მიღებაზე დღეში სამჯერ. ასევე ხალხი ხეჭრელის ქერქის ნახარშს იყენებ მუნის წინააღმდეგ, ფოთლებს - სისხლნაკლულობისას, უძველეს ხალხურ მედიცინაში იყენებდნენ გარეგანი სასქესო ორგანოების კიბოს სამკურნალოდ.

ხალხური მედიცინა ასევე ხეჭრელის ქერქს ხმარობს ქრონიკული კუჭშეკრულობისას, შესიებული ღვიძლისა და ბუასილის წინააღმდეგ. დოზა: 20გ ქერქი 0,5ლ წყალზე. ხარშავენ 15 წუთს, ამ რაოდენობას სვამენ ერთ დღეში 5-6 ჯერად. მუნი თუ ძალიან ძველი და დიდხანს უმკურნალოდ მიტოვებული არაა, წარმატებით ინკურნება ხეჭრელის მაგარი გამონახარშში ყოველდღიურად დაბანით.

 

თამუნა ასკურავა 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3628
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია