დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფიჭვი
2012/05/07 12:02:50

საქართველოში გავრცელებული ფიჭვებიდან ყველაზე ვრცელი არეალით კავკასიური ფიჭვი გამოირჩევა, რომლის სიმაღლე 35 მეტრია. ფიჭვის ხის ყველა ნაწილი ძალიან ფართოდ გამოიყენება სახალხო მეურნეობის თითქმის ყველა დარგში, განსაკუთრებით კი მშენებლობასა და ქიმიურ მრეწველობაში.

ფიჭვის წიწვები დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს (300 მგ %-მდე), C ვიტამინის კონცენტრატის მომზადების ერთ-ერთი ხერხი ასეთია: გასუფთავებულ, გარეცხილ ოთხ ჩაის ჭიქა წიწვს ასხამენ ორ ჩაის ჭიქა ცივ წყალს, რომელსაც წინასწარ შეამჟავებენ 8%-იანი მარილმჟავას მიმატებით, დგამენ სამი დღის განმავლობაში, ამის შემდეგ ნაყენს წურავენ ბამბით ან რომელიმე სუფთა ქსოვილით. ნაყენს მომწარო გემო აქვს, ამტომ გემოს გასაუმჯობესებლად მას შეიძლება დაუმატოთ შაქარი ან რომელიმე ხილის წვენი. იღებენ თითო ჭიქას დღეში. ფიჭვის გირჩების გამონახარშს სადეზინფექციო და შარდმდენ საშუალებად იყენებენ. ხალხში მას ბრონქების ქრონიკული ანთების, წყალმანკის, რევმატიზმის და კანზე გამონაყარების საწინააღმდეგოდ იყენებენ.

ფიჭვის კვირტებისა და წიწვებისგან სკიპიდარს, კუპრსა და კანიფოლს ამზადებენ. ფიჭვის ფისისაგან გამოხდილი სკიპიდარი ფართოდაა გამოყენებული სამედიცინო პრაქტიკაში. მას იყენებენ როგორც გარეგან საშუალებას ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს (1 ნაწილი სკიპიდარი და 5 ნაწილი ღორის ქონი) კანში მსუბუქი წვის შეგრძნების დაწყებამდე.

კარგ შედეგს იძლევა სკიპიდარით ინგალაცის გაკეთება ბრონქიტის დროს. მასვე იყენებენ შესაზელად იშიაზის, ნევრალგიის და სახსრების ტკივილის დროს.

ხალხურ მედიცინაში ფიჭვის ეთერზეთი მიაჩნიათ ანთებისა და პარაზიტი ჭიების საწინააღმდეგო საშუალებად.

ფიჭვის კვირტების მიქსტურას იყენებენ: 50გ კვირტს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს და თბილ ადგილზე დგამენ 2 საათის განმავლობაში. გაწურვის შემდეგ ურევენ 500გ შაქარს და ადუღებენ სიროფს, ან შაქრის მაგივრად 50გ თაფლს ურევენ. იღებენ 5-6 სუფრის კოვზს დღეში. გარდა ამისა ფიჭვის კვირტებს სხვანაირადაც იყენებენ: 50გ კვირტებს 0,5 ლ რძეში ნელი დუღილით ხარშავენ 20 წუთის განმავლობაში. სვამენ ყლუპობით (მოზრდილებისათვის ერთი, ხოლო ბავშვებისათვის ორი დღის დოზა).

რევმატიზმისა და კანის დაავადების დროს აბაზანისათვის 500გ ფიჭვის კვირტს 5ლ წყალში ნელი დუღილით ნახევარ საათს ხარშავენ და ამ ნახარშს ურევენ იმ რაოდენობის წყალში, რომლითაც აბაზანა უნდა მიიღონ.

 

თამარ ასკურავა 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7972
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია