დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თავსისხლა
2012/04/23 12:10:08

ვარდისებრთა ოჯახს ეკუთვნის, მუქი წითელი ან წაბლისფერ-წითელი ყვავილებით, ყვავის ივნის-აგვისტოში, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა.

თავსისხლას პრეპარატები მედიცინაში გამოიყენება როგორც შემკვრელი საშუალება ენტეროკოლიტის, ინტოკსიკაციის და გასტროგენური კუჭაშლილობის დროს. ასევე გამოყენება როგორც სისხლისშემდედებელ საშულებად საშვილოსნოდან სისხლდენის დროს. ცდებით დადგენილია ექსტრაქტის ანტისეპტიკური ბუნება ნაწლავის ჩხირის მიმართ და იგივე გავლენა ნაკლებ გამოხატული მუცლის ტიფის და დიზენტერიის ჩხირების მიმართ. ხალხურ მედიცინაში თავსისხლა გამოიყენება ასევე სისხლიანი პირღებინებისას ტუბერკულიოზიან ავადმყოფებში, უხვსისხლიანი მენსტრუაციის დროს და როგორც ჭრილობების შემხორცებელ გარეგან სახმარად.

დიზენტერიის დროს იღებენ თავსისხლას თხევად ექსტრაქტს (30-50 წვეთი მოზრდილებისათვის, ხოლო 15-20 წვეთი ბავშვებისათვის დღეში 3-4 ჯერ), ნახარშს (20-30გ. ნედლეული 1 ჭიქა წყალზე, მოზრდილებს თითო სუფრის კოვზი, ბავშვებს თითო ჩაის კოვზი ყოველ 2 საათში, კუჭაშლილობის შეწყვეტის შემდეგ კი დღეში სამჯერ ერთი კვირის განმავლობაში)

თავსისხლას ექსტრაქტი დადებითად მოქმედებს ფიბრომიან საშვილოსნოდან სისხლდენის დროს და აბორტის შემდგომ პერიოდში, აგრეთვე საშვილოსნოს ყელის ეროზიის მკურნალობაში. ხალხში მას ზოგჯერ კიბოს წინააღმდეგაც იყენებენ.

გამოიყენება ნახარშის სახით: 1/2 ჩაის კოვზი დაქუცმაცებულ ფესურას აყენებენ ერთ ან ორ ჭიქა წყალზე 8 საათის განმავლობაში, შემდეგ ადუღებენ 10 წუთს და წურავენ, იღებენ 2-3 სუფრის კოვზს დღეში ჭამის შემდეგ.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3054
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია