დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მურყანი
2012/04/17 12:30:57

საქართველოში კარგად გავრცელებული, 15-20 მ სიმაღლის, სიცივის ამტანი მცენარეა.    მედიცინაში გამოიყენება მურყანის ქერქისა და გირჩაკის (ნაყოფის) ნაყენი,  გამონაწვლილი და თხევადი ექსტრაქტი.

 

ქერქის წყლიანი მონახარში: 15 გ ქერქი 200 მლ წყალზე. მიიღება თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

ქერქის სპირტზე ნაყენი: 25 გ ქერქი 3-4 ჯერ მეტ სპირტზე. მიიღება თითო ჯერზე 30-40 წვეთი 2-3-ჯერ დღეში.

მურყანის (თხმელის) ნაყოფს იყენებენ როგორც შემკვრელ საშუალებას მწვავე და ქრონიკული ესტერიტის, კუჭის კოლიტისა და ენტეროკოლიტის დროს. ამასთან იღებენ ქართველი მეცნიერების მიერ დამუშავებულ გირჩაკების მშრალ ექსტრაქტს, რომელსაც ჰქვია თხმელინი (0,5-0,6 გ დღეში 3-6-ჯერ). იყენებენ წყალზე ნაყენსაც (4 გ ერთ ჭიქა წყალზე, იღებენ 1/2 ჭიქას დღეში 3-4-ჯერ). გირჩაკებიდან ამზადებენ კუჭაშლილობის საწინააღდეგო ჩაისაც.

მურყანის გირჩაკებს შემოდგომასა და ზამთარში აგროვებენ, ქერქს - გაზაფხულზე, ფოთლებს კი ნედლ მდგომარეობაში იყენებენ.

ხანგრძლივი კუჭაშლილობის, მსხვილი ნაწლავების კატარის, კუჭში ტკივილების დროს და დიზენტერიის ამზადებენ წყლით გამონახარშს: 50გ გირჩაკებზე 1ლ წყლის დასხმით და სვამენ ცხელ მდგომარეობაში დღეში სამ ჭიქას.

ამავე მიზნით, ზოგან შემდეგნაირ შენარევს იყენებენ: მომწიფებულ, ჯერ კიდევ გაუშლელ მურყანის გირჩაკებს თანაბარი რაოდენობით ურევენ ოთხფურცელა მარწყვა ბალახის ფესურებს და ჭინჭრის ფესვებს. ამ ნარევს იღებენ 50გ-ს 1ლ წყალზე, დილით 10 წუთს ადუღებენ ნელ ცეცხლზე. უზმოზე სვამენ ცხელს, ერთ ჭიქას. დანარჩენს კი ერთი დღის განმავლობაში ოთხჯერად.

მურყანის გირჩაკების პრეპარატებს ხალხური მედიცინის პრაქტიკაში სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებადაც იყენებენ. მთრიმლავი და საღებავი ნივთიერებებით სიმდიდრის გამო მურყანის ქერქისაგან საღებავსაც ამზადებენ.

 

თამარ ასკურავა 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია