დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მრავალძარღვა
2012/03/26 14:24:57

მრავალძარღვა გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ტენიან ნიადაგზე, გზა-ბილიკების გვერდით, ეზოებში.

 

ფოთლები შეიცავს გლიკოზიდ აუკუბინს, ქოლინს, C, K ვიტამინებს, კაროტინს, მათში ნაპოვნია ალკალოიდების ნიშნები, ლიმონის მჟავა, ფერმენტები, მთრიმლავი ნივთიერებები.

ფოთლებს იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას, ბრონქიტის, ფილტვის ტუბერკულიოზის და ყივანახველას დროს, ასევე ეფექტურია საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლის პერიოდში, კუჭის დაბალი მჟავიანობის, მწვავე გასტრიტის, ენტეროკოლიტის და წყლულოვანი დაავადებების დროს.

მრავალძარღვას წვენი კუჭის წვენს სიმჟავეს მატებს. უნიშნავენ მწვავე და ქრონიკული გასტრიტის დროსაც. იღებენ წვენის სახით თითო სუფრის კოვზს დღეში სამჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 3-4 კვირიანია.

მრავალძარღვას ფოთლებს იყენებენ გარეგანი ჭრილობების, მუწუკების, კანის ანთებით პროცესებიან კერებზე და მწერების ნაკბენ ადგილებზე დასაფენად.

მრავალძარღვა გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ყოველგვარი კატარის დროს. ფოთლების წყლით გამონაწვლილის სახით (50-60გ ფოთოლი 1 ლ. წყალზე) სვამენ თბილს უზმოზე 1 ჭიქას, დანარჩენს კი მთელი დღის განმავლობაში 4 ნაწილად, ჭამიდან 1 საათის გასვლის შემდეგ.

კუჭის კატარის დროს მაღალი მჟავიანობით უფრო ეფექტურია მრავალძარღვას და სხვა ბალახების ნარევი: მრავალძარღვას ფოთლები 40 გ, კრაზანა 40 გ, პიტნა 10 გ, მატიტელა 20 გ, ფარსმანდუკის ყვავილები 15 გ, კვლიავი თესლი 6 გ. ამ ნარევიდან იღებენ 40 გ. და ასხამენ 1 ლ. მდუღარე წყალს, თავდახურული ჭურჭლით მთელი ღამე თბილ ღუმელში დგამენ. სვამენ უზმოზე 1 ჭიქას, დანარჩენს კი 4 ნაწილად მთელი დღის განმავლობაში ჭამიდან 1 საათის გასვლის შემდეგ.

საშარდე ბუშტის ანთებისას იღებენ შემდეგი ბალახების ნარევის წყლით გამონაწვლილს: მრავალძარღვა 40 გ, ქაფუნა 40 გ, დათვის კენკრის ფოთლები 40 გ, ტუიის ყლორტები 30 გ, ნეგოს ყვავილები 30 გ, არყის კვირტები 30 გ, მატიტელა 30 გ, ამ ნარევიდან იღებენ 40 გ. და ასხამენ 1 ლიტრ მდუღარე წყალს, მთელი ღამე თბილ ღუმელში დგამენ, დილით 10 წუთი ადუღებენ და იღებენ იმავე წესით, როგორც ზემოთ განხილული რეცეპტით გამონაწვლილს.

გარეგან სახმარად მრავალძარღვასა და ფარსმანდუკის თანაბარი რაოდენობის, დასრესილი ან დანაყილი ფოთლები სისხლის შემდედებელ, ანტისეპტიკურ და ჭრილობის შემხორცებელ საშუალებად ითვლება.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3853
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია